სასწავლო წლის დაწყება ბავშვისთვის დიდი გამოწვევაა. ახალი გარემო, მეგობრები და ყოველდღიური დატვირთვა მშობლებისთვის უამრავ შეკითხვას აჩენს. როგორ მოვამზადოთ ბავშვი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისთვის? ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პერიოდის მარტივად გავლაში.
სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვის იმუნიტეტის გამართული ფუნქციონირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდი და ვირუსების სეზონი განსაკუთრებით საშიშია, რადგან დახურულ სივრცეებში ვირუსების გავრცელება მარტივად ხდება. იმუნიტეტის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭიროა სამი ძირითადი რამ: დაბალანსებული კვება, კარგი ძილი და ფიზიკური აქტივობა.
ფიზიკურ აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს სეირნობა, მაგალითად, სკოლამდე ფეხით სიარული, თუკი ის ახლოსაა. თუ არა, ამისთვის შეგიძლიათ ცალკე დრო გამოყოთ.
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C, A, D და E ვიტამინები. ხშირად საკვებიდან ამ ვიტამინების საჭირო რაოდენობის მიღება რთულდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ვიტამინი D, რომელიც მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება. სასწავლო პროცესის დროს გარეთ, მზეზე ყოფნა რთულდება, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება ამ ვიტამინის საკვები დანამატის სახით მიღება.
აქ მოცემულია რამდენიმე ვარიანტი, რომელიც დაგეხმარებათ:
დაბალანსებული კვების რაციონის შესადგენად ყველაზე მარტივი გზაა, წარმოიდგინოთ თითოეული კვების წინ (საუზმე, სადილი, ვახშამი) თეფში და ერთი ჭიქა.
თეფში გაყავით ოთხ თანაბარ პორციად (ერთი პორცია უდრის ბავშვის ხელის გულს):
ჭიქა კი წარმოადგენს რძის პროდუქტს.
თუმცა, მაშინაც კი, როცა მშობლები ზუსტად იცავენ რაციონსა და კვების რეჟიმს, ვიტამინების სრულად ათვისება მაინც ვერ ხერხდება რამდენიმე ფაქტორის გამო:
ამ დროს ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ან მათ სამკურნალოდ, კარგი გამოსავალია ვიტამინების კომპლექსის მიღება. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Vitabiotics-ის Wellkid-ის (4-12 წლის ბავშვებისთვის) და Wellteen-ის (13-19 წლის მოზარდებისთვის) ხაზი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:
სასწავლო წლის დაწყებისას გონებრივმა და ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა, უძილობა, მადის, მეხსიერების და კონცენტრაციის გაუარესება. ყველა ეს სიმპტომი ხშირად ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს.
კონცენტრაციისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია კარგი ძილი. სკოლის ასაკის ბავშვებს 9-12 საათი უნდა ეძინოთ, ხოლო გარდატეხის პერიოდში – 8-10 საათი. ეცადეთ, დაიცვათ ძილის რუტინა, რაც გულისხმობს ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას, როგორც სასკოლო, ასევე უქმე დღეებში. ეს ბავშვის ორგანიზმს სტაბილურობის განცდას აძლევს და ეხმარება მას ახალ რუტინასთან ადაპტირებაში.
ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს იზრდება მოთხოვნილება B ჯგუფის ვიტამინებზე, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემისა და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ისინი აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას და ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას.
სასწავლო წლის წარმატებით დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვის ორგანიზმი მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის. დაბალანსებული კვება, კარგი ძილი, ფიზიკური აქტივობა და საჭირო ვიტამინების მიღება იმუნური სისტემისა და გონებრივი ფუნქციების გამართული მუშაობისთვის აუცილებელ პირობებს ქმნის.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტების მიღება. ის ხელს უწყობს ბავშვის მეხსიერების, კონცენტრაციისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას. ეხმარება ორგანიზმს ფიზიკურ და გონებრივ გადაღლასთან გამკლავებაში, აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
ამ კომპონენტების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
სასწავლო წლის წარმატებით დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვის ორგანიზმი მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის. დაბალანსებული კვება, კარგი ძილი, ფიზიკური აქტივობა და საჭირო ვიტამინების მიღება იმუნური სისტემისა და გონებრივი ფუნქციების გამართული მუშაობისთვის აუცილებელ პირობებს ქმნის.