
ალბათ დამეთანხმებით, რომ ციფრული მოწყობილობების მუდმივმა გამოყენებამ თვალის გადაღლა ბევრი ადამიანის ყოველდღიურ პრობლემად აქცია. ეკრანთან ხანგრძლივი მუშაობისას მცირდება ხამხამის სიხშირე, ცრემლი უფრო სწრაფად ორთქლდება და თვალის ზედაპირი ნაკლებად იფარება ტენიანობით, რის შედეგადაც ჩნდება სიმშრალე, წვა, გაღიზიანება და „უცხო სხეულის“ შეგრძნება. სწორედ ამ გამოწვევებისთვის არის შექმნილი „კომპინის“ თვალის წვეთები, როგორც მიზანმიმართული დახმარება ადამიანებისთვის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან და ხშირად უჩივიან კომპიუტერულ მხედველობით სინდრომს.
კომპინი შეიცავს სამ აქტიურ ინგრედიენტს: აქტინოქინოლს, ალოეს გელსა და ნატრიუმის ჰიალურონატს.
აქტინოქინოლი ფუნქციონირებს როგორც ბუნებრივი ულტრაიისფერი ფილტრი და იცავს თვალს UV-სხივების ზემოქმედებისგან. ალოე ხელს უწყობს ცრემლსადენი გარსის სტაბილურობას, ხოლო ნატრიუმის ჰიალურონატი ატენიანებს და ქმნის დამცავ ფენას თვალის ზედაპირზე.
კომპინის გამოყენება რეკომენდებულია თვალის სიმშრალის, წვის, გაღიზიანების, სიწითლისა და დისკომფორტის შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი ვიზუალური დატვირთვის შემდეგ. პრეპარატი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან, პლანშეტებთან, სმარტფონებთან და სხვა ციფრულ მოწყობილობებთან.
კომპინი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად, თვალში ჩასაწვეთებლად. რეკომენდებულია წინასწარ ხელების საფუძვლიანად დაბანა, შემდეგ თითო თვალში 1 წვეთის ჩაწვეთება დღეში 2–3-ჯერ, რის შემდეგაც საჭიროა 3–4-ჯერ დახამხამება ხსნარის თანაბარი გადანაწილებისთვის.
პრეპარატის ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 30 დღის განმავლობაში და უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ციფრულ გარემოში, სადაც ვიზუალური დატვირთვა თითქმის უწყვეტია, თვალის მოვლა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხდება. ამ პირობებში, კომპინი შეიძლება გახდეს თვალის ჰიგიენისა და კომფორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს სიმშრალისა და გაღიზიანების შემცირებას.
მნიშვნელოვანია: ძლიერი ტკივილის, მხედველობის უეცარი გაუარესების, გამოკვეთილი ანთებითი სიმპტომების ან ტკივილის დროს, აუცილებელია ოფთალმოლოგთან დროული კონსულტაცია და არ არის რეკომენდებული მხოლოდ თვითმკურნალობაზე დაყრდნობა.