
ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და დაღლილობა გაწუხებთ? - თქვენთვის გამოსავალი შეიძლება დეტრალექსი 1000 მგ იყოს. მედიკამენტი ეფექტური საშუალებაა ვენური უკმარისობისა და ვარიკოზის დროს. მისი წყალობით, ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნებასა და დროის სრულფასოვნად გატარებას შეძლებთ.
საღამოობით, ფეხების შეშუპება ან დაძაბულობა ყოველთვის მხოლოდ დამღლელი დღის ბრალი არ არის. ამის მიზეზი შესაძლოა ქრონიკული ვენური უკმარისობა იყოს. ამ შემთხვევაში კი, საჭიროა შესაბამისი რეაგირება. დეტრალექსი სწორედ ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ.
დეტრალექსის 1000 მგ-იანი ტაბლეტი ორი აქტიური ნივთიერებისგან შედგება - 900 მგ დიოსმინი და 100 მგ ჰესპერიდინი. გარდა ამისა, ის დამხმარე ნივთიერებებსაც აერთიანებს. როგორც წესი, ესენია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის გლიკოლატი, ჟელატინი და ტალკი. აღსანიშნავია, რომ თითოეული ტაბლეტი აპკიანი გარსითაა დაფარული - მისი შემდაგენელი კომპონენტებია: ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავები (რკინის ყვითელი და წითელი ოქსიდები), გლიცერინი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის, უფრო ზუსტად კი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ საშუალებებს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ჯგუფს მიკროცირკულაციის გამაძლიერებელ საშუალებებს ან ანგიოპროტექტორებს უწოდებენ. პრეპარატი ბუნებრივი ბიოფლავონოიდების ჯგუფში შედის.
დეტრალექსი ფრანგული მედიკამენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოებისას ევროკავშირის მკაცრი ფარმაცევტული რეგულაციები და სტანდარტები დაცულია. ეს კი, თავის მხრივ, ხარისხისა და ეფექტურობის განმსაზღვრელია.
დეტრალექსი 1000 მგ გვეხმარება, რომ ჩვენი ვენები უფრო ძლიერი, ელასტიკური და ჯანმრთელი გახდეს. თავისი მოქმედების მექანიზმის წყალობით, მას ვენების ტონუსის გაუმჯობესება შეუძლია - შედეგად, ვენები ნაკლებად იჭიმება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.
პრეპარატი სისხლძარღვების გამტარობასაც ამცირებს, რითაც, თავის მხრივ, შეშუპებაც ცხრება. აღსანიშნავია, რომ მას მიკროცირკულაციის გაუმჯობესებაც შეუძლია. გარდა ამისა, მედიკამენტს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
წამლის ეფექტურობაზე მსხვილი კლინიკური კვლევებიც ჩატარებულა. ისინი ადასტურებენ, რომ დეტრალექსის მიღების შედეგად, წვა, სიმძიმე ფეხებში, შეშუპება და მსგავსი სიმპტომები მნიშვნელოვანად მცირდება. აღსანიშნავია, რომ მიკროცირკულაციის დონეზე, მაგალითად, ტარის კაპილარულ გამტარობაში და კაპილარების მუშაობაში გაუმჯობესება შეინიშნება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ვენური უკმარისობის, ვარიკოზისა და ჰემოროიდული შეტევის დროს დეტრალექსის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დეტრალექსი 1000 მგ, ორმაგი დოზით, იმავე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავს, რასაც კლასიკური 500 მგ-იანი ფორმა. ის იმ ადამიანებისთვისაა მოსახერხებელი, რომელთაც მაღალი დოზა აქვთ დანიშნული და წამლის ერთ ტაბლეტად მიღება ურჩევნიათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეპარატს მრავალმხრივი მოქმედება გააჩნია.
დეტრალექსი 1000 მგ შემდეგი ჩივილების დროს გამოიყენება: ქრონიკული ვენური უკმარისობა - დაღლილობა ქვედა კიდურების არეში, ფეხების შეშუპება, დაჭიმულობისა და სიმძიმის შეგრძნება; ტკივილი ვენების გასწვრივ; ვარიკოზული ვენები; ჰემოროიდული შეტევა და ვენური ან ლიმფური მიმოქცევის დარღვევები.
კონკრეტულად, ვინ შეიძლება დეტრალექსი გამოიყენოს?
მოზრდილებმა, რომლებსაც ვენური უკმარისობა ან ჰემოროიდული დაავადება აწუხებთ;
ადამიანებმა, რომლებსაც ქვედა კიდურები ხშირად უშუპდებათ;
მათ, ვინც დღის განმავლობაში დიდხანს დგანან ან სხედან - ეს ვარიკოზის რისკს ზრდის;
შესაძლოა, რომ მედიკამენტი ორსულებმაც გამოიყენონ, თუმცა ამ შემთხვევაში ექიმის მკაცრი რეკომენდაციაა საჭირო.
მართალია, დეტრალექსი 1000 მგ აფთიაქებიდან ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა ექიმთან კონსულტაცია მაინც მნიშვნელოვანია. სწორ დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას სწორედ ის ადგენს.
პრეპარატის დოზა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმპტომების სამკურნალოდ იღებს.
ქრონიკული ვენური უკმარისობის, ვარიკოზის, ფეხების შეშუპებისა და დაღლილობის შეგრძნების დროს დეტრალექსი 1000 მგ დღეში ერთხელ, ჭამის დროს, მიიღება. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა კი, 2-3 თვეა. არის შემთხვევებიც, როდესაც ექიმი პაციენტს კურსის გამეორებას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სთხოვს.
ჰემოროიდის დროს დეტრალექსი განსხვავებული, გაძლიერებული სქემით გამოიყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება მწვავდება.
როგორც წესი, მწვავე ჰემოროიდის დროს, პირველი 7 დღის განმავლობაში დოზირების შემდეგი სქემა უნდა დაიცვათ: პირველი 4 დღე სამი 1000 მგ-იანი ტაბლეტი უნდა მიიღოთ - 1 დილას, 1 შუადღესა და 1 საღამოს. შემდეგი 3 დღე კი, 2 ტაბლეტი - დილასა და საღამოს. შესაძლოა, რომ წამლის მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც გაგრძელდეს.
დეტრალექსი ჭამის დროს უნდა დალიოთ - ასე მისი შეწოვა უმჯობესდება და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი მცირდება. ტაბლეტი, ჭიქა წყლის მიყოლებით, მთლიანად გადაყლაპეთ, არ დაღეჭოთ.
მნიშვნელოვანია, რომ დღიურ დოზას თვითნებურად არ გადააჭარბოთ და ეს საკითხი ექიმთან ერთად განიხილეთ. თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, ორმაგი დოზა არ დალიოთ. დეტრალექსით მკურნალობის ეფექტი ზოგჯერ საწყის ეტაპზევე ჩანს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში. სწორედ ამიტომ, პრეპარატის მიღება ნაადრევად არ შეწყვიტოთ.
აღსანიშნავია, რომ დეტრალექსი უსაფრთხო მედიკამენტად მიიჩნევა. თუმცა, ბუნებრივია, რომ როგორც ყველა სხვა წამალს, მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. არსებობს სიფრთხილის ზომები, რომლებიც პრეპარატის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქია და მკურნალობის პროცესშივე ქრება. ესენია: კუჭ-ნაწლავის მხრივ - გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, მონელების დარღვევა; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად საერთო სისუსტე; კანზე გამოხატული რეაქციები - გამონაყარი, ქავილი და ალერგიული სიწითლე.
გარდა ამისა, არსებობს ისეთი ძალიან იშვიათი, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენები, როდესაც ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. ასეთი შემთხვევაა ანგიოედემა, რაც სახის, ტუჩების, ენის ან ყელის სწრაფი შეშუპებით გამოიხატება. ასევე, ალერგიული რეაქციის ნიშანია სუნთქვის გაძნელებაც.
მნიშვნელოვანია რიგი სიფრთხილის ზომების დაცვა. ჩვეულებრივ, ორსულობისას დერტალექსის მიღება სახიფათო არ არის, თუმცა აუცილებელია ექიმის დანიშნულება და კონსულტაცია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. ამიტომაც, მისი მიღება რეკომენდებული არაა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დეტრალექსი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
უნდა იცოდეთ, რომ ჰოსპიტალიზებულ და უმოძრაოდ მყოფ პაციენტებში ვენის ანთების განვითარების რისკი, შესაძლოა დეტრალექსმა სრულიად ვერ აღმოფხვრას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი ზომების მიღება.
ასევე, ვენური უკმარისობის გამო ჩატარებული მკურნალობის კურსის წარმატება შეიძლება მხოლოდ მედიკამენტებზე არ იყოს დამოკიდებული. ხშირად, შესაძლოა საჭირო იყოს ელასტიური წინდების ტარება ან საერთოდაც, ცხოვრების სტილის შეცვლა.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სხვა, უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს თუ ბუასილის დროს ტკივილი და ანალური სისხლდენა გრძელდება. ამ დროს, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
თუ ხართ, 50 წელზე უფროსი ასაკის და უმიზეზო ანალური სისხლდენა შენიშნეთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ. ეს საჭიროა, რათა დიაგნოზი დაზუსტდეს და სერიოზული დავაადებები გამოირიცხოს. მართალია, დეტრალექსი ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება, თუმცა სხვა ანორექტალური დაავადებების სამკურნალოდ საკმარისი არ არის.
არ გამოყენოთ დეტრალექსი, თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ ან ადრე ბიოფლავონოიდებზე ძლიერი რეაქცია გამოგივლინდათ.
ასევე, ძალიან საყურადღებოა შემდეგი რამ. თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად აცნობეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს წამალი რეცეპტით გაიცემოდა თუ მისი შეძენა ურეცეპტოდაა შესაძლებელი.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე დეტრალექსი ან საერთოდ არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წამლის შენახვის წესები ზემიწევნით დაიცვათ. დეტრალექსი არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ; არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი საქართველოში სხვადასხვა ლიციენზირებულ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. მათ შორის, ფარმადეპოშიც - მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აფთიაქში მისვლით.
წამლის ფასს სხვადასხვა ობიექტური ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, შეფუთვის ტიპი და რაოდენობა - წამალი, რომელსაც მაღალი დოზა აქვს ან შეფუთვაში მეტი ტაბლეტია, შესაძლოა უფრო ძვირი ღირდეს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ბრენდი და მწარმოებელი ქვეყანა. მაგალითად, დეტრალექსი ფრანგული წარმოებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში შემოტანა ხარჯებთანაა დაკავშირებული. წამლის იმპორტი საგადასახადო ან საბაჟო ხარჯებს მოიცავს ხოლმე. ასევე, მედიკამენტს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი შემოწმება აქვს გავლილი, ეს კი მის ხარისხსა და ღირებულებაზეც აისახება ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ფასი შესაძლოა სხვადასხვა აფთიაქსა და რეგიონში განსხვავებული იყოს. ეს სააფთიაქო ქსელში მიმდინარე ფასდაკლებებზეა ხოლმე დამოკიდებული.
შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რომ დეტრალექსის ღირებულება არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა ცვალებადი იყოს. კონკრეტულად, რამდენია წამლის - დეტრალექსი ფასი? ფარმადეპო მომხარებლებს სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას ხშირად სთავაზობს. ამიტომაც, ფასი აფთიაქში ვიზიტისას ან ვებ გვერდზე უნდა დააზუსტოთ.