ხველა თავდაცვის მექანიზმია, რომლითაც ჩვენი ორგანიზმი ყელსა და სასუნთქ გზებში შეჭრილ ინფექციებს, ალერგენებსა თუ სხვა მავნე ნივთიერებებს გამოდევნის. რაც შეეხება ყელის ტკივილს, ის ხშირად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით და გარემო ფაქტორებით.
იმისათვის, რომ მდგომარეობა არ გამწვავდეს, აუცილებელია სწორად შერჩეული მედიკამენტებით მკურნალობა. კოვონია არის ბრიტანული ბრენდი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს.
მშრალი ხველა ყელში ქავილის შეგრძნებას და გაღიზიანებას იწვევს, რომელიც განპირობებულია ზედა სასუნთქი გზების ანთებით. მშრალი ხველის დროს ნახველი არ გამოიყოფა.
კოვონიას მშრალი და შემაწუხებელი ხველის მიქსტურა შეიცავს გლიცეროლს, ნაზად ეფინება ყელს და არბილებს ხველას და ყელის ტკივილის სიმპტომებს. მისი გამოყენება შეუძლია 12 წლის ზემოთ ნებისმიერ ადამიანს.
სველი ანუ პროდუქტიული ხველა წარმოადგენს ორგანიზმის მცდელობას, სასუნთქი გზები გაასუფთავოს ჭარბად წარმოქმნილი ლორწოსგან. თუ ხველის დროს ნახველისგან არ გათავისუფლდებით, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს მიკრობების გასამრავლებლად. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოხდეს ლორწოს გათხელება და ამოხველების გაადვილება, რაშიც კოვონიას ამოსახველებელი მიქსტურა დაგეხმარებათ.
კოვონიას ორალური სპრეი ხსნის ყელის ტკივილისა და გაღიზიანების სიმპტომებს. გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, 12 წელზე უფროს ბავშვებში, მოზრდილებსა და მოხუცებში. სპრეი შეიცავს ქლორჰექსიდინს, რომელიც ხასიათდება ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებით და ლიდოკაინს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კოვონია ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტი ხსნის ტკივილს პირის ღრუსა და ყელში. იგი შედგება ორი ნაწილისგან: ყავისფერი მხარე შეიცავს გამათბობელ არომატს და ხნის ტკივილს, ხოლო თეთრი მხარე გამოყოფს ძლიერ მენთოლის არომატს და ასუფთავებს სასუნთქ გზებს.
ხველამ და ყელის ტკივილმა ნებისმიერ სეზონზე შეიძლება იჩინოს თავი. მათი გამწვავების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ სწორი მკურნალობა. ბრიტანული ბრენდი კოვონია გთავაზობთ ხველისა და ყელის ტკივილის სამკურნალო საშუალებებს , რომლებიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, უსაფრთხოებით და სწრაფი შედეგით.