
ზაფხული ბევრისთვის დასვენების, მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სეზონია. თუმცა, მაღალი ტემპერატურა ხშირად გარკვეულ დისკომფორტსაც იწვევს.
თუ დღის ბოლოს ფეხებში სიმძიმეს, დაღლილობას, შეშუპებას ან დაჭიმულობის შეგრძნებას ამჩნევთ, თქვენ ქრონიკული ვენური უკმარისობა გაწუხებთ.
სწორედ ზაფხულის პერიოდში ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომები განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
ცხელ ამინდში სისხლძარღვები ფართოვდება. ამის გამო ვენებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში, სისხლის მოძრაობა ნელდება . შედეგად შეიძლება განვითარდეს:
• ფეხების სიმძიმე;
• შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების არეში;
• დაღლილობის შეგრძნება;
• დისკომფორტი ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ;
• ღამის კრუნჩხვები.
სიმპტომები ხშირად უფრო შესამჩნევია დღის ბოლოს ან ხანგრძლივი აქტივობის შემდეგ.
ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების ან სიმპტომების გამწვავების რისკი უფრო მაღალია, თუ:
• დიდხანს დგახართ ან ზიხართ;
• ხშირად მოგზაურობთ;
• გაქვთ ჭარბი წონა;
• ოჯახში არსებობს ვენური დაავადებების ისტორია;
• ორსულად ხართ ან ახლახანს იმშობიარეთ.

ზაფხულში, ვენების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რამდენიმე მარტივი ჩვევა დაგეხმარებათ:
✅ მიიღეთ თქვენთვის ოპტიმალური რაოდენობის წყალი;
✅ მოერიდეთ ხანგრძლივ მზეზე ყოფნას;
✅ დღის განმავლობაში მეტი იმოძრავეთ;
✅ პერიოდულად ასწიეთ ფეხები გულის დონეზე მაღლა;
✅ ატარეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
✅ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას.
ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების მართვაში ეფექტურად დაგეხმარებათ ვენოპლანტი, რომელიც წარმოდგენილია ორი ფორმით:
ვენოპლანტი ტაბლეტი
ვენოპლანტი ტაბლეტი გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს და ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა:
• ფეხების სიმძიმე;
• შეშუპება;
• დაღლილობის შეგრძნება;
• დისკომფორტი ქვედა კიდურებში.
ვენოპლანტი გელი
გელი ადგილობრივი გამოყენებისთვისაა, გააჩნია გამაგრილებელი ეფექტი, განკუთვნილი და განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში. მისი წასმა მარტივია, ადვილად ნაწილდება და ხელს უწყობს ქვედა კიდურებში კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას.
ზაფხულის ცხელი დღეები არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ფეხების დისკომფორტმა თქვენი ყოველდღიურობა შეზღუდოს. სწორი ცხოვრების წესი და ვენების დროული მოვლა დაგეხმარებათ აქტიურდ და კომფორტულად წლის ცხელი სეზონის გატარებაში.