ამბობენ, რომ ზაფხული საუკეთესო სეზონია დასასვენებლად, ბუნებაში გასასვლელად და მეგობრებთან შეხვედრისთვის. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ თბილ დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ერთი პატარა დეტალი – მწერების ნაკბენების გარეშე მშვიდად გატარებული დრო. მწერები, მიუხედავად მათი უმნიშვნელო ზომისა, ხშირად გვიქმნიან დისკომფორტს და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი, ჩვენი პატარები და ახლობლები ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან.
მწერებისგან დაცვა მხოლოდ ქავილით გამოწვეულ დისკომფორტს არ გვარიდებს თავიდან, ხშირად ნაკბენებს თან ახლავს გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები თუ ინფექციები, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური და დერმატოლოგიურად დამტკიცებული საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ როგორც ქალაქში, ისე ბუნებაში ყოფნისას. განვიხილოთ ზეკიტოს პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას სხვადასხვა სახის მწერებისგან.
ზეკიტოს საბავშვო ლოსიონი შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის 6 თვიდან. იგი გამოიყენება როგორც ბავშვებისთვის ისე მთელი ოჯახისთვის, არის უსაფრთხო განსაკუთრებით კი მგრძნობიარე კანისთვის. იგი დაგიცავთ კოღოებისა და ბუზების ნაკბენებისგან 4 საათამდე. ტკიპების ნაკბენებისგან – 2 საათამდე.
ლოსიონის ფორმულა სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმიან ან წებოვან ზედაპირს და აქვს კანის დამარბილებელი ეფექტი. ნაზი სურნელი და უსაფრთხოება მას იდეალურ არჩევანს ხდის ყველაზე პატარებისთვისაც კი.
ზეკიტოს ლოსიონი დაიტანეთ თანაბრად კანის იმ მონაკვეთზე, რომელიც ღიაა ან მხოლოდ თხლადაა დაფარული ტანსაცმლით. სახეზე წასმისას, ჯერ დაიტანეთ ხელის გულებზე და შემდეგ მსუბუქად გადაისვით, მოარიდეთ თვალებსა და პირს. გაიმეორეთ გამოყენება მხოლოდ საჭიროებისამებრ, განსაკუთრებით ოფლიანობის ან ბანაობის შემდეგ.
ლოსიონის გამოყენებისას გაითვალისიწნეთ:
არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე (მაგ. მზის დამწვრობის შემთხვევაში)
მოარიდეთ ბავშვის თვალებს, პირს და ხელისგულებს
არ გამოიყენოთ ბავშვზე ზედმეტად დიდი რაოდენობით
პროდუქტს აქვს აალებადი შემადგენლობა – მოარიდეთ ცეცხლსა და მაღალი ტემპერატურის წყაროებს
გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია და ეტიკეტი
ზეკიტოს სპრეი კლასიკი განკუთვნილია 2 წლიდან გამოყენებისთვის. თუ მთელი ოჯახისთვის გჭირდებათ საიმედო დაცვა, განსაკუთრებით გრძელვადიანი მოგზაურობის დროს, ზეკიტოს სპრეი კლასიკი შესანიშნავი არჩევანია. ის იდეალურია როგორც დასასვენებლად, ასევე ყოველდღიური გარეთ ყოფნისას. სპრეი გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან და ზრდასრულებში.
ზეკიტოს კლასიკ სპრეი დაგიცავთ თქვენ და თქვენს პარატებს კოღოების ნაკბენებისგან 8 საათამდე და ტკიპებისგან – 10 საათამდე.
გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ სპრეი არ გააფრქვიოთ დახურულ სივრცეში. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ღია ან კარგად განიავებულ გარემოში. წინასწარ შეანჯღრიეთ და შეისხურეთ სხეულის ღია ადგილებზე. სახეზე წასასმელად, სპრეი დაიტანეთ ხელის გულებზე და ისე გადაინაწილეთ სახეზე. დაიმახსოვრეთ, სპრეი არ გამოიყენება დაზიანებულ კანზე, ასევე მოარიდეთ თვალისა და ლორწოვანის მიდამოებს. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ განაახლოთ მისი გამოყენება, მაგალითად ცურვის შემდეგ.
თუ გეგმავ ბუნებაში გასვლას, ზღვაზე, ტყეში, ეზოში, ზეტიკოს ტროპიკის სპრეი იდეალური არჩევანია. ის უზრუნველყოფს მრავალმხრივ დაცვას:
კოღოებისგან – 10 საათამდე
ბუზებისა და ბალახის ტკიპებისგან – 8 საათამდე
ტკიპებისგან – 6 საათამდე
სპრეი ადვილად ნაწილდება კანზე, არ ტოვებს წებოვნებას და ანიჭებს სასიამოვნო გამაგრილებელ შეგრძნებას. სპრეი გამოოიყენება 2 წლის ასაკიდან. გამოყენების წინ საჭიროა კარგად შეანჯღრიოთ და დაიტანოთ სხეულის ღია ნაწილებზე. სახეზე გამოყენებისას დაიტანეთ ხელის გულებზე და ისე გადაინაწილეთ. მოერიდეთ თვალებსა და პირში მოხვედრას. არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე და გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.
თბილ ამინდებთან ერთად, ალბათ ყველას უყვარს ბუნებაში დროის გატარება, მოგზაურობა, ლაშქრობა თუ პიკნიკი. მაგრამ ხშირად ხელის შემშლელი ფაქტორი მწერებისგან გამოწვეული ნაკბენები და გაღიზიანებული კანია. სწორედ ამიტომ, წინასწარ იზრუნე შენი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასა და კომფორტზე.ზეკიტოს სპრეები და ლოსიონი უზრუნველყოფენ საიმედო დაცვას როგორც მოზრდილებისთვის, ისე ყველაზე პატარა ოჯახის წევრებისთვის. დერმატოლოგიურად დამტკიცებული, ნაზად მოქმედი ფორმულები დაგიცავთ სხვადასხვა მწერებისგან საათობით და ამავდროულად არ დაარღვევს კანის ბუნებრივ ბალანსს. აირჩიე შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი ფორმა და დატკბი ზაფხულის დაუვიწყარი დღეებით.