ბევრ ჩვენგანს ბავშვობიდან ახსოვს სპეციფიკური სურნელის მქონე პატარა კაფსულები – თევზის ქონი, რომელსაც მშობლები „ზოგადი ჯანმრთელობისთვის“ . გვაძლევდნენ, მაგრამ სინამდვილეში რამდენი უნიკალური თვისება და შესაძლებლობა იმალებოდა სასარგებლო ცხიმოვან მჟავაში, რომელიც თევზის ქონისგან მიიღება, მაშინ არ ვიცოდით.
ომეგა-𝟑 ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი თავის ტვინის, მხედველობის აპარატის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავაა. მისი გამომუშავება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ საკვების ან საკვები დანამატის სახით ვიღებთ.
ომეგა-3 ძირითადად ოკეანის ცხიმიან თევზში გვხვდება, განსხვავებით ომეგა-6-ისა და ომეგა-9-სგან, რომელთა მიღებაც სხვადასხვა მცენარეული საკვებით (მზესუმზირისზეთი, ავოკადო, სიმინდისზეთიდაა.შ.) მარტივად არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ თევზს რეგულარულად არ მიირთმევთ, სასურველია მიიღოთ ომეგა-3-ის შემცველი საკვები დანამატები.
თქვენ გრძნობთ:
ახლა კი დროა გავიცნოთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ზოგიერთი სიკეთე, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ უცნობია:
ომეგა-3 უნიკალური ცხიმოვანი მჟავების აღმოჩენა დასაბამს იღებს გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც დანიელი მეცნიერი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ესკიმოსები იშვიათად ავადდებოდნენ გულის დაავადებებით, იმ დროს როცა მათი რაციონის უდიდეს ნაწილს საკმაოდ ცხიმიანი საკვები შეადგენდა (თევზი და სელაპის ხორცი).
თავის კოლეგებთან ერთად დაიერბერგი ესკიმოსების სისხლის შემადგენლობას სწავლობდა და 2 წლიანი დაკვირვების შემდგეგ გამოიყვანეს ორი ცხიმოვანი მჟავა: ეიკოზაპენტაენური (EPA) და დეკოზაჰექსაენური (DHA) მჟავები.
სწორედ ეს გახდა დასაბამი, ცნობილი გამხდარიყო ომეგა-3 ის ყველა უნიკალური და სასარგებლო თვისება.
🌊 1. ომეგა -3 ტვინის ბიოქიმიური ბალანსის არქიტექტორი
თევზის ქონში შემავალი ორი უნიკალური ცხიმოვანი მჟავა (EPA, DHA), პირდაპირი გზით” მონტაჟდება” თავის ტვინის უჯრედებში, შესაბამისად მისი რეგულარი მიღება აუმჯობესებს მეხსიერებასა და ემოციურ სტაბილურობას, სწორედ ამიტომ მას ”ბუნებრივ” ანტიდეპრესანტსაც უწოდებენ.
💡 2. ომეგა-3 - ბუნებრივი „გაჯანსაღება“ უჯრედულ დონეზე
ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად იტვირთება თავისუფალი რადიკალებით – ეს არის მოლეკულები, რომლებიც იწვევს უჯრედების ნაადრევ დაბერებას. თევზის ქონში არსებული EPA და DHA ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს უჯრედულ რეგენერაციას, ამცირებს ანთებით პროცესებს და ფაქტობრივად „ასუფთავებს“ ორგანიზმს შიგნიდან.
🦴 3. ომეგა-3 - ძვლების საიმედო მცველი
კალციუმის მნიშვნელობა ყველასათვის კარგად ცნობილია ძვლების გამაგრების თვალსაზრისით, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ თევზის ქონი ხელს უწყობს კალციუმის უკეთ შეითვისებას ძვლებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზის მქონე ქალბატონებში.
🔥 4.ომეგა - ცხიმს ცხიმით ებრძვის?!
თევზის ქონში არსებული ცხიმოვანი მჟავები აძლიერებს მეტაბოლიზმს, ამცირებს მუცლის ცხიმს და აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას. შესაბამისად, სწორად მიღებული ცხიმი შიდა ცხიმოვანი ფენის კონტროლს უწყობს ხელს.
👁️ 5. ომეგა-3- მახვილი მხედველობის მოკავშირე
DHA – თევზის ქონის ერთ-ერთი უნიკალური ცხიმოვანი მჟავა – თვალის ბადურის მთავარი კომპონენტია. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას ასაკის მატებასთან ერთად და ამცირებს ასაკობრივ იმაკულარული დეგენერაციის რისკს.
💧ომეგა-3 - ბონუსი: კანის ბუნებრივი ბზინვარება
თევზის ქონი არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე სილამაზესაც ემსახურება – ეხმარება კანს დატენიანებასა და ელასტიკურობის შენარჩუნებაში. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ თევზის ქონის მიღება გადაუდებელი კოსმეტიკური პროცედურების ალტერნატივაა.
ტეტესეპტის ომეგა-3 - ოკეანის ორაგულისგანმიღებული ბუნებრივი თევზის ქონი დაუნიკალური ცხიმოვანი მჟავები E ვიტამინთან ერთად.სწორედ E ვიტამინის შემცველობა აძლიერებს ომეგა-3ის სასარგებლო თვისებებს და უზრუნველყოფს მის უკეთ შეწოვას.
E ვიტამინი ტეტესეპტის ომეგა-3 ში წარმოდგენილია უნიკალური ფორმით ალფა-ტოკოფეროლის სახით რომელიც წრმოადგენს ანტიოქსიდანტს, სხვა სახის E ვიტამინებისგან განსხვავებით.
ასევე აუცილებელია იმის გააზრებაც რომ ომეგა- არ წარმოადგენს წამალს და მისი ეფექტი მყისიერი არაა, შედეგის მისაღწევად საჭიროა ხანგრძლივი მიღება (2-3 თვის მანძილზე, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, კაფსულის ზომიდან გამომდინარე ზრდასრულებშია რეკომენდებული მისი გამოყენება.
თევზის ქონი – ეს არ არის მხოლოდ ბავშვობის ცუდი მოგონება, ეს არის ბუნებრივი ორგანიზმის მაშველი რომელიც მრავალ დონეზე აუმჯობესებს ჯანმრთელობას. მთავარია – შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი, სწორი დოზირება და შედეგიც არ დააყოვნებს. თუ ამიერიდან თევზის ქონს ახალი თვალით შეხედავთ, მისია წარმატებულია.