𝐍𝐞𝐰 𝐍𝐨𝐫𝐝𝐢𝐜 - საკვები დანამატების საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი, რომელიც დაგეხმარებათ ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, საქართველოშია და მსოფლიო ბესთსელერი პროდუქტების შეძენა უკვე ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელშიც არის შესაძლებელი.
ნიუ ნორდიკი სკანდინავიურ საუკუნოვან სამკურნალო ტრადიციებს ეფუძნება. ბრენდის მთავარი უპირატესობა პროდუქციის შექმნის უნიკალური ციკლია, სადაც ყველა პროდუქტი მზადდება ველური ბუნებიდან მოპოვებული 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. თანამედროვე მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით იქმნება ნატურალური პროდუქტები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
35 წელზე მეტია, 𝐍𝐞𝐰 𝐍𝐨𝐫𝐝𝐢𝐜 მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია, მისი პროდუქცია წარმატებით იყიდება სამ კონტინენტზე - ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ბრენდი აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი, მათ შორის 2024 წლის Beauty Awards-ზე მიღებული პრესტიჟული ჯილდო — „საუკეთესო ჯანმრთელობის ბრენდი“.
სკანდინავიური ტრადიციით შექმნილი ბრენდი ადამიანებს ძალას, ენერგიას, სილამაზესა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს. ნიუ ნორდიკის ბრენდის ქვეშ აღმოაჩენთ სკანდინავიურ, პრემიუმ ხარისხის ფორმულებს წონის კორექციისა და სილამაზისთვის, მხედველობისა და სმენის სიჯანსაღისთვის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის, თუ სხვა.
New Nordic იყენებს 400-ზე მეტი სამკურნალო მცენარისა და ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილ განსხვავებულ რეცეპტს, რაც ნებისმიერ საჭიროებას პასუხობს. ნიუ ნორდიკის პორტფელში არაერთი ბესთსელერი პროდუქტი დაგხვდებათ:
New Nordic-ის სახელის ქვეშ აღმოაჩენთ ასევე დანამატებს სპეციალურად ქალისა და მამაკაცის სრულფასოვანი ჯანმრთელობისა და მუდმივი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად.
ნიუ ნორდიკის ყველა პროდუქტი არის 100%-ით ნატურალური,ვეგანური, არ შეიცავს გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს. კოლოფებზე ვერცხლისფერი ხე სკანდინავიური სისუფთავის, ნატურალობის, თანამედროვეობის და მუდმივი განახლების სიმბოლოა.
აქციე საკუთარ თავზე ზრუნვა შენს ყოველდღიურობად, შეინარჩუნე ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა ნიუ ნორდიკთან ერთად.