D ვიტამინი, ვიტაგამა და მზე: მითები და რეალობა
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
გათამაშება
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
მეტაბოლიზმი
საჭმლის მონელება
პირველადი დახმარების ყუთი
ძილი
თვალის სიმშრალე
არ გაცივდე!
რჩევები
მენოპაუზა
ცელიაკია
პრობიოტიკები
დაღლილობა
დაზიანებული კანი
ალერგია
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
ხველა და ყელის ტკივილი
აქციები
arrow
თავის მოვლა
arrow

D ვიტამინი, ვიტაგამა და მზე: მითები და რეალობა

რჩევები
16.07.2025
undefined

მზის სხივების სამკურნალო ეფექტი უძველესი დროიდან არის ცნობილი.

ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში მზის აბაზანებით მკურნალობა ძალიან გავრცელებული იყო. ამ მეთოდს იყენებდა „მედიცინის მამა“ ჰიპოკრატე.


მე-19 საუკუნის ბოლოს დადასტურდა მზის სამკურნალო ეფექტი რაქიტისა და კანის დაავადებების წინააღმდეგ.


1903 წელს დოქტორმა ნილს რუბერგ ფინსენმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში კონცენტრირებული სინათლის გამოსხივების გამოყენებით მკურნალობის მეთოდის აღმოჩენისათვის.


რა არის მზის ამ ჯადოსნური ძალის მიზეზი? აღმოჩნდა, რომ ეს არის D ვიტამინი.

რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი?

D ვიტამინს ხშირად „მზის ვიტამინსაც“ უწოდებენ, რადგან ის ორგანიზმში ბუნებრივად სინთეზდება კანში მზის სხივების ზემოქმედებით. მისი მთავარი ფუნქციებია:


• კალციუმის და ფოსფორის შეწოვა, რაც აუცილებელია ძვლების და კბილების სიმტკიცისთვის;
• იმუნური სისტემის გაძლიერება – D ვიტამინი მონაწილეობს იმუნურ პასუხში და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან;
• ნერვული სისტემის მხარდაჭერა – ის აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად კარგ განწყობაზე მოქმედებს;
• D ვიტამინის დაბალი დონე უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის, დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა და აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს.


ვიტამინის დეფიციტის ნიშნები:

• ხშირი სურდო და ვირუსული ინფექციები
• ძვლებისა და კუნთების ტკივილი
• დეპრესიული ფონი
• ქრონიკული დაღლილობა
• ძილის პრობლემები

D ვიტამინის დეფიციტის გავრცელება

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ზე მეტს აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი, ხშირად ისე, რომ ამის შესახებ არც კი იციან. საქართველოც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი.


განსაკუთრებით რისკის ჯგუფში არიან:
• უფროსი ასაკის ადამიანები;
• ოფისში მომუშავე პირები;
• მუქი კანის მქონე პირები;
• მეძუძური და ორსული ქალები.

D ვიტამინის ირგვლივ ბევრი მითია გავრცელებული

გავრცელებული მითების ანალიზი


მითი №1: მზეზე ყოფნით D ვიტამინს საკმარისი დოზით ვიღებ


სინამდვილეში, მხოლოდ მზის სხივები არ არის საკმარისი ორგანიზმისთვის. ამის მიზეზია:
• გეოგრაფიული მდებარეობა – საქართველოში ზამთრისა და შემოდგომის პერიოდში მზის სხივები არ არის საკმარისი კანში D ვიტამინის სინთეზისათვის.
• მზისგან დაცვა – ადამიანები ხშირად იყენებენ მზისგან დამცავ კრემებს, რომლებიც თითქმის სრულად ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს.
• ტანსაცმელი – დღის განმავლობაში ვატარებთ ტანსაცმელს, რომელიც კანს მთლიანად ფარავს და ხელს უშლის D ვიტამინის სინთეზს.
• ასაკი და კანის ფერი – ასაკის მატებასთან ერთად კანი ნაკლებად ეფექტურად ასინთეზირებს D ვიტამინს. იგივე ეხება მუქი ფერის კანსაც.
• თანამედროვე ცხოვრების წესი – ბევრი ადამიანი დღის დიდ ნაწილს ატარებს ოფისში, სახლში ან ტრანსპორტში. D ვიტამინის სინთეზისათვის კი საჭიროა შუადღის მზე.



მითი №2: D ვიტამინის დეფიციტი მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ


ახალგაზრდებში, განსაკუთრებით – ქალაქის მაცხოვრებლებში, ფიქსირდება დეფიციტის იგივე ან უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე ხანდაზმულებში.



მითი №3: დეფიციტის სიმპტომების გამოვლენის მერე მივიღებ D ვიტამინს


D ვიტამინის დეფიციტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სანამ სერიოზულ პრობლემად იქცევა, მნიშვნელოვანია, პროფილაქტიკა და რეგულარული შემოწმება.

თვითშეფასების ტესტი

შეამოწმეთ გაქვთ თუ არა D ვიტამინის დეფიციტის რისკი. გაეცით პასუხი რამოდენიმე მარტივ კითხვას:


  • იშვიათად მიწევს მზეზე გასვლა (დღეში <15 წუთი)
  • ძირითადად შენობაში ვიმყოფები
  • ვხმარობ მზისგან დამცავ კრემს
  • ხშირად ვგრძნობ დაღლილობას
  • მაქვს ძვლების ან კუნთების ტკივილი
  • მაქვს მუქი კანი
  • ხშირად მაქვს ვირუსული ინფექციები
  • არ ვიღებ D ვიტამინის დანამატებს
  • ვარ ორსული ან მეძუძური
  • მაქვს ზედმეტი წონა


შედეგი:

2-3 დადებითი პასუხი - D ვიტამინის დეფიციტის საშუალო რისკი

4 ან მეტი დადებითი პასუხი – მაღალი რისკი​​​​​

დასასრულს როგორ მოვიქცეთ?

• შეამოწმე D ვიტამინის დონე სისხლის ანალიზით
• ყოველდღე, დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე, 15-25 წუთის განმავლობაში გადით მზეზე. არ დაიფაროთ ტანსაცმლით სახე და ხელები. არ იხმაროთ მზისგან დამცავი კრემი.


ან მიიღეთ ვიტაგამა

Vitagamma - D3 ვიტამინის ტაბლეტები

ექიმების მიერ რეკომენდებული საკვები დანამატებიდან ეფექტურობით და სწრაფი შედეგით გამოირჩევა  ვიტაგამა დ3 ტაბლეტები,  რომელიც დამზადებულია გერმანიაში Worwag Pharma-ს მიერ.


ვიტაგამა D3 წარმოდგენილია შემდეგი დოზებით: 1000 სე, 2000 სე, 5600 სე და 1000სე+150 მგ მაგნიუმი და შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მთლიანი შეფუთვები (20ცალი, 50ცალი, 100ცალი), ასევე ცალობით, რამდენიც გნებავთ.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი