„არ გაცივდე“ კამპანია – ბლოგერი თაკო გვაზავა
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
რჩევები
არ გაცივდე!
ცელიაკია
დაზიანებული კანი
პრობიოტიკები
ალერგია
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
თავის მოვლა
arrow

„არ გაცივდე“ კამპანია – ბლოგერი თაკო გვაზავა

რჩევები
11.02.2025
undefined

გამარჯობა, დღევანდელი ბლოგპოსტს ვუძღვნი ყველასთვის ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორსაც უკავშირდება ფარმადეპოს დროული კამპანია -„არ გაცივდე!“

სიამოვნებით ვუერთდები ამ კამპანიას და მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირადი ნაკრები, ის აუცილებელი მედიკამენტები, რომლებიც ყოვეთვის მაქვს სახლში და აქტიურად ვიყენებ, განსაკუთრებით ცივ სეზონზე და რომელთა გარეშეც არასდროს გავდივარ დასასვენებლად თბილისიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი შვილებიც მოდიან.

გაიძლიერე იმუნიტეტი

დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმებით, რომ პრევენციული ზომების მიღება რამდენიმე მიმართულებით სჯობს. პირველ რიგში, ყოველთვის ვზრუნავ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, რაც ცივ, ვირუსების სეზონზე განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ მიზნით წელიწადში ორჯერ მაინც ვიტარებ ორგანიზმისთვის სასარგებლო ნუტრიენტების და ვიტამინების კურსს. ამჯერად, გაცივების დიდი რისკის ფონზე, არჩევანი იმუნ მაქსის შუშხუნა აბებზე გავაკეთე, რომელიც განსაკუთრებით ზამთარში ძალიან გვეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში, არაჩვეულებრივი შემადგენლობის, C და D ვიტამინების და თუთიის გავლენით. ( აქვე არ დაგვავიწყდეს, თუთია რა შესანიშნავია კანისთვის, ანუ გამოდის, ორმაგ სარგებელს ვიღებთ ამ საკვები დანამატის წყალობით).

გაციების პრევენცია და მართვა

​სამწუხაროდ, ზამთარში ყოველთვის არ გამოგვდის გაცივების თავიდან არიდება. მცირე ავადობა ძალიან ხშირად ყელიდან იწყება, ამიტომ ასეთ დროს მზადყოფნა და მარტივი თვითთერაპია დიდი შვებაა. როცა ქალაქიდან გავდივარ, თან წასაღებ მინი-აფთიაქში ყოველთვის მაქვს დორიტრიცინის საწუწნი აბები, რომელსაც, ყელის წამოტკივებისთანავე ვიყენებ და ძალიან კარგ ეფექტს მაძლევს. თანაც ეს პრეპარატი 2 წლიდან ზემოთ ბავშვებშიც გამოიყენება, რაც ძალიან მოსახერხებელია - პრეპარატი მეც არაჩვეულებრივად მადგება და ჩემს შვილებსაც.

გაციების და ვირუსების კიდევ ერთი დიდი დისკომფორტი სურდოა. ამიტომ ვცდილობ, ამ მხრივაც ყოველთვის მომზადებული ვიყო. კიდევ ერთი აუცილებელი მედიკამენტი, რომელიც სულ თან დამაქვს, სურდოს შემთხვევაში გამოსაყენებელი ცხვირის სპრეია - რინომარისი ჩემთვის (0,1 %-იანი ზრდასრულების დოზა) და ბავშვებისთვის (0,05% 2 წლიდან ზემოთ ბავშვების დოზა). აქვე პატარა გაფრთხილება: რინომარისმა (ქსილომეტაზოლინმა) მიჩვევა იცის და 4-5 დღეზე მეტ ხანს არ გამოიყენოთ, ამის თაობაზე, დარწმუნებული ვარ, თქვენი მკურნალი ექიმებიც გაფრთხილებენ.

მოგეხსენებათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტკივილის მართვა. ხშირად, როცა დასასვენებლად მთაში ავდივართ, სიმაღლის და წნევის ცვალებადობის გავლენით, თავის ტკივილები გვეწყება. ტემპერატურის ცვლილების და ძლიერი ვარდნის გამო გაციებაც თუ დაერთო, თავს იჩენს სახსრების ტკივილიც, ხშირად - სიცხე. უნივერსალური პრეპარატი, რომელიც ყველა ამ სიმპტომს პასუხობს და ეფექტურად ხსნის, იბუპროფენი ნორმონია, რომელიც არათუ თბილისიდან სადმე წასვლის დროს, ხელჩანთაშიცკი სულ მიდევს და თავის ტკივილის თუ გაციებისას სახსრების ტკივილის დროს მართლა უებარია.

ნაწლავურ ფლორაზე ზრუნვა

ვფიქრობ, კიდევ ერთი აუცილებელი ფაქტორი, რომელზეც წინასწარ უნდა ვიზრუნოთ, კუჭ-ნაწლავის ფლორის ბალანსია. თანაც, ალბათ თავადაც გამოგიცდიათ, სახლიდან მოშორებით თითქოს კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი ახლავს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. კლიმატის ცვლილებით, კვების რეჟიმის დარღვევის ან მსუბუქი მოწამვლით გამოწვეული ფლორის დისბალანსი, დიარეა, შებერილობა, შეკრულობა რომ თავიდან ავირიდოთ, სასურველია, ყოველთვის თან ვიქონიოთ ულტრაბიოტიკი Equilibre, რომელიც თავადაც ყოველთვის თან დამაქვს და ხშირად ვიყენებ.

მზისგან დაცვა და დამწვრობის მართვა

ვინც სასრიალოდ ან უბრალოდ ჰაერის გამოსაცვლელად, დასასვენებლად ამ ზამთარს მთაში აპირებთ წასვლას, არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად გამოიყენეთ SPF მზისგან დამცავი საცხი, რომ თავიდან აირიდოთ კანის დამწვრობა. ყოველი შემთხვევისთვის კი თან იქონიეთ დოქტორ მიულერის პანთენოლის ქაფი - უებარი სასწრაფო დახმარება კანის დამწვრობის შემთხვევაში. თუ კანი უჩვეულოდ გადაგიხურდათ, წამოგიწითლდათ და გაგიღიზიანდათ, კანის დაზიანებულ უბანზე მაშინვე წაისვით პანთენოლის ქაფი, რომელიც მომენტალურად დიდ შვებას მოგცემთ, დისკომფორტს მოგიხსნით დამზისგან დაზიანებულ კანს აღდგენაში დაეხმარება.

იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გამოგადგებათ ჩემი პოსტი, რომ ზამთარი მშვიდად გადააგოროთ.

არ გაცივდეთ!

არ გამოაკლდეთ მნიშვნელოვან მომენტებს!

თაკო გვაზავა - ფარმადეპოს კანის მოვლის და სილამაზის მრჩეველი.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი