თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ჭარბი წონა და სიმსუქნე. ეს პრობლემა არა მხოლოდ ესთეტიკური კუთხით გვაღელვებს, არამედ შესაძლოა მძიმე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადების რისკ ფაქტორს წარმოადგენდეს.
ბოლო მონაცემებით მოსახლეობაში სიმსუქნისა და ჭარბი წონის გავრცელება თითქმის 60%-ს აღემატება.
ძირითადი გამომწვევი მიზეზები მოიცავს გენეტიკურ, ჰორმონალურ და ქცევით ფაქტორებს. აქედან, გენეტიკის წვლილი სიმსუქნის განვითარებაში ძალიან მაღალია, ის გავლენას ახდენს სხეულში ცხიმის რაოდენობაზე, მის გადანაწილებასა და კვებით ჩვევებზე. თუმცა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, როგორც:
საკვები:
საკვების არარეგულარულ მიღებას, ხშირ წახემსებასა და ღამით კვებას, შაქრით, მარილით, ნაჯერი და ტრანსცხიმებითმდიდარი საკვების მიღებას, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს წონის არაჯანსაღ მატებაში.
არააქტიური ცხოვრების წესი:
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, კომპიუტერთან ან ეკრანებთან ხანგრძლივი დაყოვნება, მნიშვნელოვნად ამცირებს კალორიების წვას. ეს კი მიღებული ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.
ჰორმონები:
ისეთი ჰორმონალური დაავადებები, როგორც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება -ჰიპოთირეოზი და ინსულინრეზისტენტობა, ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის შენელებას და მუცლის მიდამოში ცხიმის დაგროვებას.
სტრესი და უძილობა:
ხშირად ხდება სტრესსზე, ღელვაზე და დეპრესიაზე საპასუხოდ საკვების გადაჭარბებული მიღება, რასაც ემოციურ კვებას უწოდებენ.
ძილის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში ქმნის ჰორმონალურ დისბალანსს, რომელიც ხელს უწყობს მადის გაძლიერებას
სიმსუქნე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში მოქმედ ყველა სისტემაზე. ის ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.
ამაში სხეულის მასის ინდექსი (BMI) დაგვეხმარება, ის წარმოადგენს მარტივ მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ადამიანის წონა მის სიმაღლეს.
გამოთვლის ფორმულა:
BMI = წონა (კგ) / სიმაღლე (მ) 2
მაგალითად
BMI = 62 / (1.6 * 1.6) = 24.2
BMI -ს მაჩვენებელი
სიმსუქნის მკურნალობა თუ პრევენცია მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს მრავალ ასპექტს, დაწყებული ჯანსაღი კვებით, ზოგ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევითაც.
პირველ რიგში, ეს არის დაბალანსებული კვება - მივიღოთ ნაკლები არაჯანსაღი ცხიმი, მეტი ბოსტნეული და ხილი, ცხოველური და მცენარეული ცილა.
ამას უნდა დავუმატოთ ფიზიკური აქტივობის ზრდა. უმრავლესობის ცხოვრების წესი არააქტიურია, რაც დიდხანს ჯდომასა და ნაკლებ მოძრაობას გულისხმობს. ამიტომაც, ეცადეთ, ხშირად იაროთ ფეხით, ივარჯიშოთ და არ მისცეთ სხეულს მოდუნების საშუალება.
გარკვეულ შემთხვევებში, როცა კვებისა და ფიზიკური აქტივობის კორექტირება საკმარისი არ არის, შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტოზური ჩარევაც.
გარდა ამისა, სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება ბარიატრიული ოპერაციები, რომლებიც როგორც წესი, მორბიდული სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ტარდება.
ზოგიერთი ბუნებრივი პროდუქტი შესაძლოა აჩქარებდეს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობდეს წონის კლებას
ბრომელაინი - აუმჯობესებს საკვების მონელებას და ცხიმების წვას
ქრომი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ტკბილის მიღების სურვილს
კეტო პროდუქტები - ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ზრდის ცხიმის წვას
ვაშლის ძმარი - ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას
L-კარნიტინი - აჩქარებს ცხიმების წვას, ზრდის ენერგიას