ზაფხული ყველასთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო ემოციებს უკავშირდება, როგორიცაა მზე, ზღვა, ბუნება, დასვენება. თუმცა, სწორედ ამ პერიოდში ჩვენი თვალები ყველაზე მგრძნობიარე და დაუცველია. თვალის სიმშრალე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა.
თვალის სიმშრალე არის მდგომარეობა, როდესაც ცრემლის აპკი თვალს საკმარისად ვერ ატენიანებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მცირდება ცრემლის გამომუშავება, ძლიერდება ცრემლის აორთქლება ან იცვლება ცრემლის ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობა. მისი გამომწვევი მიზეზებია: ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება, ასაკობრივი და ჰორმონალური ცვლილებები, კონტაქტური ლინზები, გარემო ფაქტორები ან ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება. ამ დროს თვალში იგრძნობა სიმშრალე, ჩხვლეტა, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი, თვალების დაღლა და გაღიზიანება.
რატომ მწვავდება თვალის სიმშრალე ზაფხულში?
1. მზის ძლიერი გამოსხივება (UVსხივები) აზიანებს თვალის ზედაპირს.
2. დახურულ სივრცეებში კონდიციონერისა და გამაგრილებელი სისტემის მიერ გამოყოფილი ჰაერი ძალიან მშრალია და ამცირებს თვალის დატენიანებას.
3. ზღვის მარილიანი წყალი და ქლორიანი აუზები ზრდის სიმშრალის შეგრძნებას.
4. ადამიანები მეტ დროს ატარებენ გარე სივრცეებში, სადაც გაზრდილია მტვრის და მცენარეული ალერგენების რაოდენობა, რაც ყველა თვალზე მოქმედებს.
აუცილებელია ყურადღების მიქცევა პირველივე ნიშნებზე და სწორად შერჩეული საშუალებები. პოლონური წარმოების მედიკამენტი ზუმა , სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ზუმა არის თვალის დამატენიანებელი წვეთები. ის შეიცავს 0.2% ან 0,4% ნატრიუმის ჰიალურონატს , რომელიც მიღებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატი, თავისი სპეციფიკური ფიზიკური თვისებების და რქოვანაზე მიმაგრების უნარის გამო, აუმჯობესებს ცრემლის აპკის სტაბილურობას და ანიჭებს თქვენს თვალებს კომფორტს.
პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები. თითო წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ 2-3ჯერ დღეში. ჩაწვეთების შემდეგ არ ჩამოიბანოთ თვალის ზედაპირი წყლით ან სხვა სითხით. თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ და ღამით არ იხსნით, გამოიყენეთ ზუმას წვეთები ძილის წინ და გაღვიძებისთანავე.
ზუმას წვეთები დაატენიანებს თქვენს თვალებს, მოგიხსნით გაღიზიანების, წვისა და ქავილის შეგრძნებას, რაც ყველაზე შემაწუხებელია თვალის სიმშრალის დროს.
თვალის სიმშრალე არ არის უბრალოდ დისკომფორტი, ის პირდაპირ მოქმედებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე, კონცენტრაციაზე და ხანგრძლივ პერსპექტივაში თვალის ჯანმრთელობაზეც. აუცილებელია აკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო, მოარიდოთ თვალი გამაღიზიანებელ გარემო ფაქტორებს და გამოიყენოთ სწორად შერჩეული საშუალებები ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. თუ ამჩნევთ, რომ სიმპტომები არ ექვემდებარება მკურნალობას და უარესება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.