
დაუსვით თქვენს თავს კითხვა:
• ხშირად ხართ გაღიზიანებული უმიზეზოდ?
• ღამით გიჭირთ დაძინება ან ხშირად გეღვიძებათ?
• გაქვთ კუნთების დაჭიმულობა ან „ქაჩვის“ შეგრძნება?
• გრძნობთ გულის აჩქარებას სტრესის დროს?
• დილაობით იღვიძებთ დაღლილი, მიუხედავად საკმარისი ძილისა?
თუ ამ კითხვებიდან რამდენიმეს პასუხი დადებითია - დიდი ალბათობით თქვენი ორგანიზმი სტრესის ზემოქმედების ქვეშაა და შესაძლოა მაგნიუმის დეფიციტიც გაქვთ.
მაგნიუმის დეფიციტი სტრესის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ სტრესის დროს ორგანიზმი ინტენსიურად ხარჯავს მაგნიუმს. შედეგად, ხშირად ვითარდება მისი დეფიციტი.
ამგვარად:
✔️ რაც ნაკლებია მაგნიუმი - მით უფრო ძლიერია სტრესი.
✔️ რაც უფრო ძლიერია სტრესი - მით უფრო სწრაფად იკლებს მაგნიუმი.
ეს არის „მანკიერი წრე“, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
გინდათ მხოლოდ „რაღაც“მაგნიუმი, თუ შედეგი?
მაგნეროტი შემადგენლობაში შედის მაგნიუმის ოროტატი - ფორმა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობები. ბაზარზე არსებობს მაგნიუმის სხვადასხვა ფორმა, თუმცა მაგნეროტი გამოირჩევა თავისი უნიკალური შემადგენლობით - იგი შეიცავს მაგნიუმის ოროტატს.
მაგნეროტის მთავარი უპირატესობები:
1.მაღალი ბიოშეღწევადობა
მაგნიუმის ოროტატი უკეთ შეიწოვება ორგანიზმში სხვა ფორმებთან შედარებით (მაგ., ოქსიდი, სულფატი), რაც ნიშნავს უფრო ეფექტურ მოქმედებას.
2.ორმაგი მოქმედება
ოროტის მჟავა არა მხოლოდ მაგნიუმის ტრანსპორტში მონაწილეობს, არამედ:
• ხელს უწყობს უჯრედულ ენერგეტიკას
• აუმჯობესებს გულის კუნთის ფუნქციას
3.დადებითი გავლენა ნერვულ სისტემაზე
მაგნეროტი ეხმარება:
• სტრესის შემცირებას
• ნერვული სისტემის დამშვიდებას
• ძილის ხარისხის გაუმჯობესებას
4.კარდიოპროტექტორული ეფექტი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სტრესთან ერთად აღენიშნება:
• გულის ფრიალი
• არითმიის რისკი
5.ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა
მაგნეროტი კარგად გადაიტანება და შესაძლებელია მისი გამოყენება ხანგრძლივად, რაც მნიშვნელოვანია ქრონიკული სტრესის პირობებში.
„ვზრუნავ ნამდვილად ჩემს ნერვულ სისტემაზე - თუ მხოლოდ სიმპტომებს ვებრძვი?“
თუ გსურთ არა დროებითი, არამედ სიღრმისეული მხარდაჭერა, სწორი არჩევანი იწყება მაგმიუმის სწორი ფორმის არჩევით.
პრეპარატი მაგნეროტი® ავსებს მაგნიუმის დეფიციტს.
აქტიური ნივთიერება არის მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი.
მაგნეროტი® გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტისას მოზრდილებში.
ინსტრუქციის მიხედვით დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში პირველი 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.