პირის ღრუს ჰიგიენა არ არის მხოლოდ სუფთა კბილები, ეს არის ყოველდღიური რუტინა, რომელიც იცავს ჩვენს კბილებს კარიესისგან, ღრძილების დაავადებებისგან და სხვა სერიოზული პრობლემებისგან.
რატომ არის პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვანი?
ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული საკვები, სასმელი, ყავა კბილებზე ტოვებს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ნადებს, კარიესსა და ღრძილების ანთებას. თუ პირის ღრუს ჰიგიენაზე ყოველდღიურად არ ვიზრუნებთ, მას აუცილებლად მოჰყვება:
პირის ღრუს მოვლა უნდა დაიწყოს ძალიან მცირე ასაკიდან, როდესაც ბავშვს პირველი კბილი ამოუვა. სწორად შერჩეული პროდუქტები ხელს უწყობს კბილების სწორ განვითარებას და ჯანმრთელი კბილების ჩამოყალიბებას.
როგორ ვიზრუნოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე?
გარდა იმ ჩვევებისა, რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა ადამიანს პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური მოვლის საშუალებების შერჩევა, რის მრავალფეროვან არჩევანსაც გვთავაზობს როქსი.
როქსი უკვე წლებია პირის ღრუს მოვლის ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქცია არის უსაფრთხო და ეფექტური, მზადდება ფტორის გარეშე , ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. როქსის პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე.
ბრენდს წარმოდგენილი აქვს კბილის პასტების ძალიან დიდი ასორტიმენტი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. პროდუქტები შეგხვდებათ სხვადასხვა არომატითა და მოქმედების ეფექტით - კბილის გათეთრება, ანთების შემცირება, მინანქრის გაძლიერება, მგრძნობიარე კბილების მოვლა, ყავისა და თამბაქოს ნადების საწინააღმდეგო მოქმედება, ბრეკეტებიანი კბილების ან ბავშვის პირის ღრუს უსაფრთხო მოვლა . როქსის კბილის პასტების საბავშვო ხაზი, შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაშიც არანაირ ზიანს არ მიაყენებს თქვენს პატარებს.
პირის ღრუს ჰიგიენაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯაგრისის შერჩვა, ვინაიდან არ არსებობს უნივერსალური ჯაგრისი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამოადგება. მისი შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ასაკი, კბილების მდგომარეობა, ღრძილების მდგომარეობა და მრავალი სხვა დეტალი.
როქსი კბილის ჯაგრისებშიც საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს გვთავაზობს. ისინი დამზადებულია სტომატოლოგების რეკომენდაციებისა და მრავალი კვლევის საფუძველზე, გათვლილია სხვადასხვა საჭიროებასა და ასაკობრივ კატეგორიაზე. როქსის კბილის ჯაგრისები მზადდება სპეციალური ტექნოლოგიით , რომელიც ამცირებს გახეხვის დროს გადაჭარბებული ზეწოლის ეფექტს და ამით იცავს კბილებს დაზიანებისგან. მას აქვს სხვადასხვა ფორმის, ფერისა და სიმყარის კბილის ჯაგრისები ნებისმიერი ასაკისთვის 0 წლიდან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთი აუცილებელი საფეხურია სავლები, ვინაიდან კბილის გახეხვა არ არის საკმარისი პირში არსებული ყველა ბაქტერიის გასანეიტრალებლად, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში , ენასა და ღრძილებთან.
რისთვის არის საჭირო პირის ღრუს სავლები?
როქსის სავლები ხსნარების უპირატესობებია:
პირის ღრუს ჰიგიენა არა მხოლოდ ლამაზი ღიმილი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. სწორად შერჩეული პროდუქტები დაგეხმარებათ, რომ ეს პროცესი გახდეს სასიამოვნო და გონივრული ინვესტიცია ჯანმრთელობაში. პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ მრავალი პრობლემა, ტკივილი და დისკომფორტი.