მენოპაუზა - სხეულისა და გონების ჰარმონია მანაესთან ერთად
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
მეტაბოლიზმი
საჭმლის მონელება
ძილი
რჩევები
არ გაცივდე!
მენოპაუზა
პრობიოტიკები
ცელიაკია
დაზიანებული კანი
დაღლილობა
იმუნიტეტი
ალერგია
გრიპი და გაციება
თავის მოვლა
arrow

მენოპაუზა - სხეულისა და გონების ჰარმონია მანაესთან ერთად

მენოპაუზა
27.04.2025
undefined

კლიმაქტერიული პერიოდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქალის ცხოვრებაში. თავისი არსით კლიმაქსი არ წარმოადგენს დაავადებას ან დაავადებათა კომპლექსს და ხშირად ფიზიოლოგიურ მდგომარეობად არის მიჩნეული.

კლიმაქტერიული პერიოდი

კლიმაქტერიული პერიოდი სამი ფაზისაგან შედგება:


  1. პრემენოპაუზა - ეს არის პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს მენსტრუალური სისხლდენის შეწყვეტას. აღნიშნული პერიოდი სამიდან შვიდ წლამდე გრძელდება. პრემენოპაუზის დროს მენსტრუალურ ციკლში ცვლილებები ხდება - მენსტრუაციებს შორის ინტერვალი მატულობს, იკლებს სისხლდენის ინტენსივობა, ქვეითდება საკვერცხის ჰორმონალური ფუნქცია. ამ პერიოდში იწყება ქალის სასქესო ჰორმონის პროგესტერონის სეკრეციის შემცირება, რასაც ხშირად მოჰყვება მენსტრუაციული ციკლის რიტმულობის ესა თუ ის დარღვევა – როგორც მენსტრუაციათა შორის პერიოდის, ისე თვითონ ციკლის ხანგრძლივობის შემცირება ან ზრდა. პროგესტერონის დეფიციტს მოჰყვება ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონის ესტროგენების წარმოების შემცირება, რაც განაპირობებს მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტას – ამენორეას.
  2. მენოპაუზა – ეს არის ფაზა, რომელიც ბოლო მენსტრუალური სისხლდენის შემდეგ დგება. მენოპაუზა 12 თვის განმავლობაში გრძელდება. მენოპაუზის დადგომის დროს საშუალოდ 49-51 წელია.
  3. პოსტმენოპაუზის პერიოდი - ეს არის დრო მენოპაუზიდან საკვერცხეების ფუნქციის სრულად შეწყვეტამდე, ანუ ქალის სიცოცხლის ბოლომდე.

მენოპაუზის მიმდინარეობა

მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. ზოგს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის გარდა არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი, ქალთა უმრავლესობას კი კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს. ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება.


მენოპაუზის პერიოდში მიმდინარე ცვლილებები ჰორმონდამოკიდებულ ორგანოებსა და ქსოვილებში იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:


1.ადრეული სიმპტომები: ალები, შემცივნება, გაძლიერებული ოფლიანობა, თავის ტკივილები, გახშირებული გულისცემა.

2.მეორე ჯგუფს, რომელიც მენოპაუზიდან 3-5 წლის შემდეგ ვლინდება, განეკუთვნება: უროგენიტალური დარღვევები (საშოს სიმშრალე, ქავილი, წვა, შარდის შეუკავებლობადა სხვ.), დამახასიათებელია ცვლილებები კანის საფარველში (სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა და ნაოჭები), აგრეთვე მცირე მენჯის ღრუს კუნთების მოდუნება და შემდგომი ცვლილებები.

3.მესამე ჯგუფს განეკუთვნება: ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ათეროსკლეროზი), ალცჰაიმერის დაავადებადა სხვ.

მენოპაუზის ასაკობრივი ზღვარი

კლიმაქტერული სიმპტომები გხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში, თუმცა მკურნალობა განსხვავებულია კულტურის, რელიგიისდა ეთნიკურობის მიხედვით. დადგინდა მენოპაუზის საშუალო ასაკი სხვადასხვა ქვეყანაში: კერძოდ ევროპაში -50,1-52,8 წლამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში 50,5-51,4 წელი, ლათინურ ამერიკაში 43,8-53 წ., აზიაში42,1-49,5 წ.


ნაადრევ კლიმაქსად მიჩნეულია 40-45 წელი, ხოლო გვიანი კლიმაქსი შეიძლება 55 წლისთვის დადგეს, მაგრამ კლიმაქსის ისეთი კლინიკური გამოვლინებები, როგორებიცაა ალები, ოფლიანობა და სხვა, მენოპაუზაში მყოფ ქალებს 60 წლის შემდეგაც კი შეიძლება გამოუვლინდეთ.


პათოლოგიური გამოვლინებები ადეკვატური მკურნალობის გარეშე შესაძლებლობათა რეალიზაციას ხშირად შეუძლებელს ხდის. მკვეთრად უარესდება ცხოვრების ხარისხი და იკლებს მისი ხანგრძლივობა.

მანაე მენოპაუზა

მანაე მენოპაუზა კაფსულა


მანაე მენოპაუზა გამოიყენება 40 წლის ასაკიდან ქალთა კომფორტისა და კეთილდღეობისთვის პრე-მენოპაუზისა და მენოპაუზის დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ შეიცავს ჰორმონებს.

1 კაფსულის შემადგენლობაში შედის: ბეტა-კაროტინი, ვიტამინი E, B 12, B9, რკინა, თუთია, ფლავონოიდები, ბორაგოს ზეთი, გამა ლინოლის მჟავა, თევზის ქონი, ომეგა, ენდოფოსფოლიპიდები. ასეთი უნიკალური შემადგენლობის გამო მანაე მენოპაუზა გამოიყენება დაღლილობის შეგრძნების, სხეულის პერიოდული წამოხურების ე.წ. “ალების“, ვაგინალური სიმშრალის, ღამის ოფლიანობის წინააღმდეგ, იწვევს ძილის დარღვევის შემცირების, კანის, თმის, ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნებას, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბერებისა დაოქსიდაციური სტრესის წინააღმდეგ, აუმჯობესებს გუნება -განწყობას და ზოგად ემოციურ კეთილდღეობას.



მანაე მენოპაუზა საღეჭი გამი


მანაე მენოპაუზას საღეჭი გამი გამოიყენება საპრევენციოდაც, დაღლილობის, სიმხურვალის შეგრძნებისას ქალთა კომფორტისა და კეთილდღეობისათვის.

მანაე სირკ ექშენის კომპონენტების უნიკალურ კომბინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენური სისხლის მიმოქცევის რეგულირებაში, ყურძნის წიპწის, ლიმონის და შავი მოცხარის ექსტრაქტების ბიოფლავონოიდების ტრიო ხელს უწყობს ნორმალური სისხლის ცირკულაციის შენარჩუნებას, წითელი ღვინის ექსტრაქტი ხელს უწყობს ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნების შემცირებას, ალუბლის ღერო წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან, ესენციური მიკროლემენტი სელენი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

როგორ ვმართო მენოპაუზა?

არსებობს მენოპაუზის მართვის გამოცდილიდა ეფექტიანი მეთოდები. ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • არამედიკამენტური – ცხოვრების წესის შეცვლა (მაგალითად, თამბაქოსა დალკოჰოლის მიღების შეწყვეტა), სპეციალური დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და ა.შ;
  • მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ფიტოესტროგენების გამოყენება;
  • არაჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა;
  • ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა.


საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია პრეპარატებით, რომელიც ხელს უწყობს ქალის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში. ამ ჯგუფში ერთ-ერთ გამორჩეულს წარმოადგენს საფრანგეთში წარმოებული, მაღალი ხარისხის და უნიკალური შემადგენლობის მანაეს “ოჯახის” პრეპარატები. მათი როლი მნიშვნელოვანია ქალის ჯანრთელობისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს. მანაეს ჯგუფში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა შემდეგი პრეპარატები:

მანაე ცის მანოზა

მანაე ცის მანოზა გამოიყენება საშარდე გზების ინფექციებისას, დისკომფორტის დროს, საშარდე გზების ინფექციები შეიძლება აწუხებდეს ყოველ მეორე ქალს სიცოცხლის განმავლობაში ნებისმიერ ასაკში, აღნიშნული ჩივილების ხშირია მენოპაუზის პერიოდში, არასაკმარისი დატენიანება, სინთეზური მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი, საცვლები ან ჰორმონალური ცვლილება შეიძლება დისკომფორტის მიზეზი გახდეს.

მანაე ინტიმა იქვილიბრე

მანაე ინტიმა იქვილიბრე - სამმაგი მოქმედების ინტიმური ფლორის აღმდგენი კაფსულები. მასში შემავალი კომპონენტების საშულებით აღნიშნული პრეპარატი ამცირებს ვაგინალური სიმშრალის და დისკომფორტის შეგრძნებას (ვიტამინები B2, B3, B8, თუთია, ჰიალურონის მჟავა), მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტიმური არის ბუნებრივი დაცვის გაძლიერებასა (პრობიოტიკები, ვიტამინი D), pH და ფლორის შენარჩუნებაში (პრობიოტიკები, ჰიალურონის მჟავა).

მანაე სერენიტე

მანაე სერენიტე გამოიყენება სტრესის, ნერვული დაძაბულობის დროს, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აღადგენს ემოციურ ბალანს, მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები B6,B1, მაგნიუმი, როდიოლა, ლავანდა, ტრიპტოფანი.

შეჯამება

ამგვარად საფრანგეთში დამზადებული მანაეს ჯგუფის პრეპარატები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, უსაფრთხოებით, მცენარეული უნიკალური შემადგენლობით, უზრუნველყოფს კომფორტს და სხეულის სიჯანსაღეს, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო შედეგად უზრუნველყობს ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ხელს უწობს დაბერების პროცესის შემცირებას.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი