ინტოქსიკაცია ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრის შედეგად განვითარებული მდგომარეობაა. ის მრავალი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა:
მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა, რომელთა სიაც საკმაოდ ვრცელია, ინტოქსიკაციას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები:
სიმპტომები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინტოქსიკაციის მიზეზისა და ინტენსივობის მიხედვით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ყურადღების მიქცევა და შესაბამისი ზომების მიღება. მნიშვნელოვანია სითხეებისა და ელექტროლიტების მიღება, რომ არ მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია დიარეისა და ღებინების ფონზე, უნდა დაიცვათ დიეტა, მიიღოთ მსუბუქი საკვები და დეტოქსიკაციური საშუალების სახით მედიკამენტი, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტიც არის ენტეროსგელი.
ენტეროსგელი პერორალური სუსპენზიაა, რომელიც გამოიყენება საკვებით, ალკოჰოლით, მედიკამენტებით ან ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერებით მოწამვლის დროს, პირველივე სიმპტომების გამოვლენისას. პრეპარატი მოცემულია შინაგანად მისაღები გელის ერთჯერადი პაკეტების და შინაგანად მისაღები პასტის სახით. ის შეიცავს პოლიმეთილსილოქსანის პოლიჰიდრატის 70 გრამს და 30 გრამ გასუფთავებულ წყალს.
ენტეროსგელის მიღების წესი და დოზები:
ენტეროსგელის პასტა მიიღება შიგნით (პერორალურად), საკვების ან სხვა პრეპარატის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს 1-2 საათიანი ინტერვალი.
შეგიძლიათ პრეპარატის საჭირო რაოდენობა გახსნათ სამმაგი ოდენობის, ოთახის ტემპერატურის წყალში და ისე მიიღოთ, ან მიიღოთ პირდაპირ პერორალურად და წყალი მიაყოლოთ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ძლიერი მოწამვლის დროს არის 3-5 დღე, ქრონიკული ინტოქსიკაციის და ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში კი 2-3 კვირა. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ენტეროსგელის მიღების შემდეგ, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა:
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ენტეროსგელი შეინახეთ არანაკლებ 4°C და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვის გახსნის შემდეგ დაიცავით, რომ არ გამოშრეს. ეს მედიკამენტი არ უნდა გაყინოთ და არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინტოქსიკაცია შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვემართოს და სწრაფი რეაგირება გადამწყვეტია. ენტეროსგელი, როგორც ეფექტური და უსაფრთხო საშუალება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტოქსინების გამოდევნაში და ორგანიზმის გათავისუფლებაში. თუ ამჩნევთ, რომ სიმპტომები არ უმჯობესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.