ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად მდგრადი ხდება ინფექციებისა და დაავადებების მიმართ. ინფექციების და ვირუსების გაზრდილი რისკის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაჯანსაღება.
ტეტესეპტი გვთავაზობს მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.
იმუსანი C დეპო კომპლექსი შეიცავს იმუნური სისტემისთვის საჭირო ნივთიერებებს, ხოლო დეპო ტექნოლოგიის დახმარებით, აღნიშნული კომპონენტები თანაბრად მიეწოდება ორგანიზმს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს.
მედიკამენტი გამდიდრებულია შემადგენლობით:
მიიღეთ 1 ტაბლეტი შესაბამისი ოდენობის სითხის მიყოლებით.
ტეტესეპტი ცხელი ჩაი ლიმნით და კოჭათი აღადგენს ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციას და აძლიერებს იმუნიტეტს. ცივ ამინდში ტეტესეპტის ცხელი ჩაი სასიამოვნოდ ათბობს ყელსა და სხეულს. ლიმონი, ცნობილი და კარგად გამოცდილი საშუალებაა ორგანიზმის დამცავი ძალების გასაძლიერებლად.
ტეტესეპტის ცხელი ჩაის მხოლოდ ერთი პაკეტი, შეიცავს 3 ლიმნის შესაბამის ვიტამინ C-ს, რაც სრულად ავსებს მასზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას.
ტეტესეპტი ცხელი ჩაის შემადგენლობაში შედის ვიტამინი C და თუთია, რომლებიც ერთობლივად აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
ვიტამინი C აუმჯობესებს თუთიის შეწოვას და ეხმარება სხეულს უფრო ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებს. თუთია კი აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
1 პაკეტი გახსენით 200 მლ ცხელ წყალში და მიიღეთ ერთხელ დღეში.
ტეტესეპტის ომეგა 3 არის საკვები დანამატი, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება ორგანიზმის ჯანმრთელობას. იგი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ომეგა 3 ხელს უწყობს იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ჯანმრთელობას.
ტეტესეპტი ომეგა-3-ის ერთი კაფსულა ყოველდღიურად ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით. მის შემადგენლობაშია ვიტამინი E, რომელიც აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერებას. მიიღება ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებს, სტრესს და ორგანიზმის დაბერების ბუნებრივ პროცესებს, შესაძლოა თან სდევდეს მეხსიერების გაუარესება.
ტეტესეპტის ჟენშენის ტაბლეტები დაგეხმარებათ კონცენტრაციის უნარისა და ენერგიის მომატებაში. მედიკამენტში შემავალი B1 და B3 ვიტამინები ზრდიან გონებრივ შრომისუნარიანობას და აუმჯობესებენ მეხსიერებას. ვიტამინი B2 ხსნის დაღლილობას, აქვს მაცოცხლებელი ეფექტი. გინკგო და ჟენშენი ტრადიციული აზიური მცენარეებია, რომლებიც ცნობილია როგორც სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო.
მიიღეთ 1 ტაბლეტი სითხესთან ერთად. სასურველი ეფექტის მისაღებად, რეკომენდებულია ტეტესეპტი გინკგო ჟენშენის რეგულარული მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე.
D ვიტამინს ძირითადად თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგრამ მხოლოდ მზის ზემოქმედების ქვეშ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია გაზაფხულსა და ზაფხულში, ამიტომ შემოდგომასა და ზამთარში მზის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი.
ვიტამინი D მნიშვნელოვანია სხეულის ფუნქციების ბალანსისთვის და ხელს უწყობს:
მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების სისუსტე, კუნთების ტკივილი და იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება. აქედან გამომდინარე, მისი მიღება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მზის ნაკლებობის პერიოდში.
ტეტესეპტი ვიტამინი D3 შეიცავს მაღალი დოზით ვიტამინი D-ს, ამიტომ მიიღება მხოლოდ ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
ინფექციების და ვირუსების გაზრდილი რისკის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაჯანსაღება.
ტეტესეპტი გვთავაზობს მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.
პროდუქტები, როგორიცაა იმუსანი C, ცხელი ჩაი, ომეგა 3, ჟენშენი, ვიტამინი D3, უზრუნველყოფს ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებას.
გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას, რათა თავიდან აიცილოთ დაავადებები და ინფექციები. შეარჩიეთ ტეტესეპტის პროდუქტები და გაიძლიერეთ თქვენი იმუნიტეტი.