ნუროფენი - ეფექტური საშუალება ტკივილისა და სიცხის დროს
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
თავის მოვლა
arrow

ნუროფენი - ეფექტური საშუალება ტკივილისა და სიცხის დროს

გრიპი და გაციება
10.04.2024
undefined

ვირუსული დაავადებების დროს სიცხე და ტკივილი ხშირად ყოველდღიური გამოწვევა ხდება, რომელიც ეფექტურ მართვას საჭიროებს.  ნუროფენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტია ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.

ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ნუროფენის ფორმებს, მათ გამოყენებასა და უპირატესობებს.

ნუროფენი საბავშვო სუსპენზია ორალური: ბავშვების დაცვა ტკივილისა და სიცხისგან

ნუროფენის სიროფი ლურჯ ფონზე

ნუროფენის საბავშვო სუსპენზია გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, სიცხის დამწევი საშუალების სახით. მწვავე რესპირატორული დაავადებების (მათ შორის გრიპის), ბავშვთა ინფექციების, აცრის შემდგომი რეაქციების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება.


ნუროფენის სუსპენზია შექმნილია სასიამოვნო გემოთი, რაც აადვილებს ბავშვებში მედიკამენტის მიღებას. მისი ეფექტი იწყება 15-30 წუთში და გრძელდება 6-8 საათი. რეკომენდირებულია პრეპარატის ჭამის დროს მიღება. მედიკამენტის დოზის ზუსტი გაზომვისთვის მას თან ახლავს მოსახერხებელი დოზირებული შპრიცი.

მედიკამენტის მიღება:

  • ბავშვები 3-6 თვის ასაკში (ბავშვის წონა 5-დან 7,6 კგ-მდე): 2,5 მლ (50 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 7,5 მლ (150 მგ) დღეში.
  • ბავშვები 6-12 თვის ასაკში (ბავშვის წონა 7,7 - 9 კგ): 2,5 მლ (50 მგ) 3-4 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 10 მლ (200 მგ) დღეში.
  • ბავშვები 1-3 წლის ასაკში (ბავშვის წონა 10 - 16 კგ): 5,0 მლ (100 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 15 მლ (300 მგ) დღეში.
  • ბავშვები 4-6 წლის ასაკში (ბავშვის წონა 17 - 20 კგ): 7,5 მლ (150 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 22,5 მლ (450 მგ) დღეში.
  • ბავშვები 7-9 წლის ასაკში (ბავშვის წონა 21 - 30 კგ): 10 მლ (200 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 30 მლ (600 მგ) დღეში.
  • ბავშვები 10-12 წლის ასაკში (ბავშვის წონა 31 - 40 კგ): 15 მლ (300 მგ) 3 ჯერამდე 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 45 მლ (900 მგ) დღეში.

ნუროფენი ტაბლეტი 200 მგ

ნუროფენის ტაბლეტი 200 მგ ლურჯ ფონზე

ნუროფენის 200 მილიგრამიანი ტაბლეტი, იდეალურია მოზრდილებისთვის და 12 წლიდან ზემოთ მოზარდებისთვის.


მედიკამენტი გამოიყენება:

  • მსუბუქი და საშუალო ტკივილითავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის ტკივილი.
  • სიცხის შემცირებაგრიპისა და ვირუსული დაავადებების დროს.
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილიმცირე ტრავმების შემდეგ.


რეკომენდირებულია 1 ტაბლეტის მიღება ჭამის შემდეგ, წყლის მიყოლებით. განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია მინიმუმ 6 საათის შემდეგ. მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღეში.

ნუროფენი ფორტე ტაბლეტი 400 მგ: ძლიერი ტკივილის საწინააღმდეგოდ

ნუროფენის ტაბლეტი 400 მგ ლურჯ ფონზე

​ნუროფენი ფორტე 400მგ ტაბლეტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთა სხეულის წონა აღემატება 40 კგ-ს.


მედიკამენტი გამოიყენება ძლიერი ტიკივილის, ანთებითი პროცესებისა და მაღალი სიცხის დროს.

მიღების დოზა ზრდასრულებში 200-800 მგ შეადგენს, 3-4-ჯერ დღეში; ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 20-40 მგ/კგ რამდენიმე მიღებაზე განაწილებული. მაქსიმალური დოზა ზრდასრულებისათვის: 2-4 გ მიღების ორივე წესის შემთხვევაში.

მედიკამენტის უპირატესობაა იბუპროფენის ორმაგი დოზა, რაც სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს უზრუნველყოფს, მწვავე ტკივილისა და ანთების წინააღმდეგ.

ნუროფენის სხვადასხვა ფორმის შედარება:


         ფორმა

          ასაკი

ჩვენება

               უპირატესობები

სუსპენზია

3 თვიდან 12 წლამდე

სიცხე, ყურის ტკივილი

კომფორტული მიღება ბავშვებისთვის

200 მგ ტაბლეტი

12 წლიდან ზემოთ

სიცხე, მსუბუქი და საშუალო ტკივილი

მარტივი გამოყენება ყოველდღიურად

400 მგ ტაბლეტი

მოზრდილები

სიცხე, ძლიერი ტკივილი

სწრაფი და ხანგრძლივი მოქმედება

შეჯამება

​ნუროფენი არის ეფექტური საშუალება ტკივილისა და სიცხის შესამცირებლად ყველა ასაკისთვის. მისი მრავალფეროვანი ფორმები, როგორიცაა სუსპენზია და ტაბლეტები, განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. პრეპარატი უზრუნველყოფს სწრაფ შედეგებს და ხანგრძლივ მოქმედებას, რაც მას ეფექტურ არჩევანს ხდის ტკივილისა და სიცხის დასაძლევად. იგი დაგეხმარებათ როგორც მსუბუქი, ისე ძლიერი ტკივილის მართვაში.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი