კადერმინი - ეფექტური მედიკამენტი დაზიანებული კანის მოვლისთვის
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
რჩევები
არ გაცივდე!
ცელიაკია
დაზიანებული კანი
პრობიოტიკები
ალერგია
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
თავის მოვლა
arrow

კადერმინი - ეფექტური მედიკამენტი დაზიანებული კანის მოვლისთვის

დაზიანებული კანი
28.01.2025
undefined

კანი ჩვენი ორგანიზმის მთავარი დამცავი ბარიერია, რომელიც ხშირად ზიანდება სხვადასხვა ფაქტორების გავლენით - ჭრილობებით, გაღიზიანებით, დამწვრობითა თუ სხვა. მისი ჯანმრთელობის აღდგენა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციები და ნაწიბურები. სწორედ ამ დროს, ეფექტური და ინოვაციური პროდუქტი, როგორიცაა კადერმინი, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია კანის სწრაფი აღდგენისთვის.

კადერმინის კრემი და სპრეი

კადერმინის  სპრეი და კრემი უნიკალური, ინოვაციური და ეფექტური  პროდუქტია ჭრილობების შეხორცებისა და ხელახალი ინფექციების პროფილაქტიკისთვის. მედიკამენტი წარმოდგენილია ორი ფორმით - კრემისა და სპრეის სახით.

მედიკამენტი გამდიდრებულია შემადგენლობით:

  • ვერცხლის იონები - ვერცხლის ანტიმიკრობული თვისებები საუკუნეების განმავლობაშია ცნობილი. მას შეუძლია გაანადგუროს ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების 650-ზე მეტი სხვადასხვა შტამი.
  • კაოლინი - მოქმედებს როგორც მშთანთქმელი ჭრილობებისათვის.
  • ჰიალურონის მჟავა - ხელს უწყობს ქსოვილების დატენიანებას და აჩქარებს შეხორცების პროცესს.
  • ქლორჰექსიდინი - მას აქვს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სადეზინფექციო თვისებები. ანადგურებს ბაქტერიების სხვადასხვა შტამს, ვირუსებსა და სოკოებს.

რატომ ავირჩიო კადერმინი?


- კადერმინი არის უნივერსალური პროდუქტი ჭრილობების სამკურნალოდ, მისი გამოყენება შეუძლია მთელ ოჯახს;

- აჩქარებს შეხორცების პროცესს, ხელს უშლის უსიამოვნო ნაწიბურების წარმოქმნას;

- ქმნის ბარიერს, რომელიც მდგრადია გარე მიკრობული აგენტების შეტევის მიმართ;

- ამცირებს ტკივილს ;

- უსაფრთხო: ვერცხლის იონის აქტიური დაბალი კონცენტრაცია (არ არის ალერგიული, არ იწვევს ტკივილს).

როდის შეიძლება კადერმინის გამოყენება?

კადერმინის გამოყენება რეკომენდირებულია სხვადასხვა სახის ჭრილობების, გაღიზიანების, ეგზემის, მცირე დამწვრობის (1 და 2 ხარისხი), მზის დამწვრობის, სპორტსმენის ტერფის, დიაბეტური ტერფის, ნაწოლების, სარძევე ჯირკვლის ერითემის, წყლულოვანი დაზიანებების, ქირურგიული დაზიანებების, ოპერაციის შემდგომი ჭრილობების, ნაწოლების, გამოყელვის, კანის ექსუდაციური დაზიანებებისას (სპრეი).


პედიატრიაში: საფენისმიერი გაღიზიანებაჭიპის მოვლა. ეპიზიოტომიის და შარდის შეუკავებლობის 

გამო გამოწვეული გაღიზიანების დროსაც კი.

  • კადერმინის სპრეი - გამოიყენება დარღვეული კანის მთლიანობის აღსადგენად, ექსუდაციური დაზიანებების დროს (სითხის გამოყოფით მიმდინარე დაზიანებები). გამოყენების წინ სპრეი უნდა შევანჯღრიოთ; დაიტანება  დაზიანებულ უბანზე, 10 სმ-ის მანძილიდან გაფრქვევით.
  • კადერმინის კრემი - გამოიყენება არაექსუდაციური დაზიანებებისას.

შეჯამება

კადერმინი არის ინოვაციური და უსაფრთხო მედიკამენტი, რომელიც ეხმარება კანს სწრაფ აღდგენაში სხვადასხვა დაზიანებების დროს, მათ შორის ჭრილობების, დამწვრობისა და გაღიზიანებისას. ვერცხლის იონების, ჰიალურონის მჟავის, კაოლინისა და ქლორჰექსიდინის უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ დაცვას, ტკივილის შემცირებას, ტენიანობის შენარჩუნებას და შეხორცების პროცესის დაჩქარებას. კადერმინის სპრეი და კრემი მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტებია, რომლებიც განკუთვნილია მთელი ოჯახის კანის მოვლისთვის და ინფექციების პრევენციისთვის.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი