რა არის ცელიაკია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
რჩევები
არ გაცივდე!
ცელიაკია
დაზიანებული კანი
პრობიოტიკები
ალერგია
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
თავის მოვლა
arrow

რა არის ცელიაკია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ცელიაკია
19.01.2025
undefined

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში გლუტენის აუტანლობის შედეგად. გლუტენი არის ცილა, რომელიც გვხვდება მარცვლეულში, როგორიცაა ხორბალი, ქერი, და ჭვავი. ცელიაკიის მქონე ადამიანისთვის კი გლუტენის მიღება იწვევს ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანებას, რასაც თან ახლავს სხვადასხვა სიმპტომები და გართულებები.

ცელიაკიის სიმპტომები

ცელიაკიის სიმპტომები მრავალფეროვანია. იგი ხშირად ბავშვობიდან ვლინდება, თუმცა მოზრდილებშიც იჩენს თავს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია:


  • საჭმლის მონელების პრობლემა: დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა;
  • წონის ცვლილება: სწრაფი მატება ან კლება;
  • სისუსტე და დაღლილობა;
  • კანის დაავადებები: დერმატიტი;
  • ვიტამინების დეფიციტი.


ბავშვებში შესაძლოა ცელიაკიამ ხელი შეუშალოს ზრდა-განვითარებას. სწორედ ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად  აუცილებელია დაავადების სწორად მართვა.

გამომწვევი მიზეზები

ცელიაკიის განვითარების გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მის განვითარებას ჩვილებში შესაძლოა ხელი შეუწყოს ნაწლავის ინფექციებმა და არასწორმა კვებამ. ასევე, გენეტიკური განწყობა და გლუტენის შემცველი საკვების ხშირი მიღებაც შესაძლოა გახდეს დაავადების გამომწვევი.

დიაგნოსტიკა

ცელიაკიის დიაგნოსტიკა იწყება სისხლის ანალიზით, სადაც განსაზღვრავენ სპეციფიკური ანტისხეულების რაოდენობას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ტარდება ენდოკრინოლოგიური კვლევა და ნაწლავის ბიოფსია. ბიოფსიის შედეგად ხდება ნაწლავის ქსოვილის ამოღება და მისი შესწავლა. დიაგნოსტიკის პროცესისთვის მნიშვნელოვანია გლუტენის შემცველი საკვების მიღება, რათა დაავადების გამოვლენას ხელი არ შეეშალოს.

მკურნალობა

ცელიაკიის მართვისთვის აუცილებელია უგლუტენო დიეტის დაცვა, რაც მოიცავს გლუტენის შემცველი პროდუქტების სრულიად ამოღებას კვების რაციონიდან. აუცილებელია დააბალანსოთ კვება, მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბრინჯი, სიმინდი, კვერცხი და ა.შ

არ მიიღოთ პროდუქტები რომლებიც შეიცავს: ჭვავს, ხორბალს, ქერს.


ფარმადეპოში შეგიძლიათ შეარჩიოთ უგლუტენო პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ კვების მრავალფეროვნებისა და სრულფასოვნების შენარჩუნებაში. ასეთი პროდუქტია დოქტორ შარის ვერმიშელი გლუტენის გარეშე, რომელიც იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც უყვარს ვერმიშელი, მისი მომზადება მარტივია და შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა კერძებში. ასევე, დოქტორ შარის თეთრი უგლუტენო პური, რომელიც ტექსტურითა და გემოთი თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი პურისგან.


ოჯახის პატარა წევრებისთვის ნუტრიბენი გვთავაზობს უგლუტენო ფაფას - ნუტრიბენის ურძეო ფაფა ინოვა, რომელიც გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით. ასევე უგლუტენო კვებისთვის პიურეს, რომელიც ქათმის, სტაფილოსა და ბარდის შემადგენლობით ნოყიერი ბოსტნეულისა და ხორცის კომბინაციაა თქვენი პატარას ჯანსაღი კვებისთვის.

შეჯამება

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვითარგება ორგანიზმში გლუტენის აუტანლობის შედეგად. გლუტენით გამდიდრებული მარცვლეულია: ხორბალი, ქერი, ჭვავი. მათი მიღება  ცელიაკიით დაავადებული ადამიანისთვის გამომწვევია ნაწლავის ლორწოვანის დაზიანების, რასაც თან სდევს სიმპტომები, როგორიცაა: დიარეა, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, წონის სწრაფი მატება ან კლება, საერთო სისუსტე. 


ცელიაკიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მისი მაპროვოცირებელია გენეტიკური განწყობა, გლუტენის შემცველი საკვების ხშირი მიღება, ნაწლავური ინფექციები.


დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი სწორი და სწრაფი მართვა. იგი არ არის განკურნებადი, თუმცა სწორი კვებითა და დიეტით მისი მართვა სრულიად შესაძლებელია. 

თუ ეჭვი გაქვთ ან გახასიათებთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი