არ გაცივდე, რომ არ გამოაკლდე მნიშვნელოვან მომენტებს!
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
რჩევები
არ გაცივდე!
ცელიაკია
დაზიანებული კანი
პრობიოტიკები
ალერგია
გრიპი და გაციება
იმუნიტეტი
თავის მოვლა
arrow

არ გაცივდე, რომ არ გამოაკლდე მნიშვნელოვან მომენტებს!

არ გაცივდე!
21.01.2025
undefined

ზამთარი ის სეზონია, როდესაც განსაკუთრებით აქტიურდება გრიპი და ვირუსები, ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ მოვემზადოთ და საჭირო მედიკამენტები ხელთ გვქონდეს. ფარმადეპოს "არ გაცივდე" კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისი მთავარი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ცივი სეზონისთვის და რა საპრევენციო საკვები დანამატები და ვიტამინებია საჭირო, რათა შემცირდეს გაციების, გრიპისა და ვირუსების რისკი. ბლოგში კი გაგიზიარებთ იმ მედიკამენტებს, რომლებსაც კამპანია „არ გაცივდე“ გვთავაზობს.

გაიძლიერე იმუნიტეტი

ძლიერი იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და საჭიროების შემთხვევაში, ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენება. ცივი სეზონის დადგომამდე, საპროფილაქტიკოდ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

ვიტამინები და მინერალები:

  • ვიტამინი C – ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლას. შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინი C ტაბლეტი შუშხუნა1 ტაბლეტი გაიხსენით 200მლ გრილ წყალში. რეკომენდებულია 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისათვის.
  • თუთია –იგი ჩართულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების და დნმ-ის სინთეზში. თუთია გავლენას ახდენს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამაღლებს გუნება-განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და დეპრესიისგან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამყარებს ორგანიზმის იმუნიტეტს ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების მიმართ. მისი შემცველია მარნისის თუთიის ტაბლეტებიმიიღება 1 კაფსულა დღეში. რეკომენდებულია 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის.
  •  ვიტამინი D – მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და ამცირებს გრიპისა და გაციების რისკს. ვიტამინ D, C და თუთიის შემცველობით გამდიდრებულია იმუსანი ც ტაბლეტებიმედიკამენტი მაღალი დოზებით შეიცავს იმუნური სისტემისათვის საჭირო ნივთიერებებს, ხოლო დეპო ტექნოლოგიის დახმარებით, აღნიშნული კომპონენტები თანაბრად მიეწოდება ორგანიზმს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს გახანგრძლივებულ ეფექტს.

გაციების პრევენცია და მართვა

სამწუხაროდ, ზამთარში გაციების თავიდან არიდება ყოველთვის ვერ ხერხდება. მცირე ავადობა ხშირად ყელის ტკივილით იწყება. ამიტომ, ასეთ დროს მზადყოფნა და მარტივი თვითთერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ დორიტრიცინის საწუწნი აბები, რომელიც ეფექტური საშუალებაა ყელის ტკივილის პირველივე სიმპტომების დროს. აღნიშნული პრეპარატი 2 წლიდან ზემოთ ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა, რაც მას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის როგორც უფროსებისთვის, ასევე პატარებისთვის.


გაციებისა და ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემაწუხებელი სიმპტომი სურდოა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მინი-აფთიაქში ყოველთვის მოიპოვებოდეს ცხვირის სპრეი. რინომარისი საუკეთესო არჩევანია როგორც ზრდასრულებისთვის (0.1%-იანი დოზა), ასევე ბავშვებისთვის (0.05%-იანი 2 წლიდან ზემოთ ბავშვებისთვის). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რინომარისის (ქსილომეტაზოლინის) ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა მიჩვევა გამოიწვიოს, ამიტომ რეკომენდებულია მისი 4-5 დღეზე მეტ ხანს არ გამოყენება.


თუ ტემპერატურა შეგაწუხებთ, სიცხის დამწევ მედიკამენტად გამოიყენეთ იბუპროფენი. ის უნივერსალური პრეპარატია, რომელიც სიცხესთან ერთად, ეფექტურად ხსნის სახსრებისა და თავის ტკივილს.

შეჯამება

ზამთრის სეზონთან ერთად იზრდება გრიპისა და ვირუსების გავრცელების რისკი, ამიტომ წინასწარი მზადება მნიშვნელოვანია. ფარმადეპოს "არ გაცივდე" კამპანია გთავაზობთ საჭირო რჩევებსა და მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებასა და გაციების პრევენციაში. კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ შეარჩიოთ საჭირო პრეპარატები და რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ზამთრის სეზონის მშვიდად გადალახვაში. იყავით მზად – დაიცავით ჯანმრთელობა და თავიდან აირიდეთ სეზონური დაავადებები.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი