ალერგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. სეზონური ალერგია, ცხოველების კანთან კონტაქტი, მტვერი, საკვები, მცენარეები თუ სხვა შეიძლება იყოს გამომწვევი ალერგიული რეაქციების. ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ფორმით როგორიცაა - ცემინება, ხველა, ცრემლდენა და გადაიქცეს უფრო რთულ ფორმებშიც - ალერგიული რინიტი, ასთმა ან ანაფილაქსიური შოკი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სწორად ვმართოთ და ვებრძოლოთ მას.
ბლოგში გაგაცნობთ მედიკამენტ ერიუსს, რომელიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სწრაფად და მარტივად ალერგიასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
მედიკამენტის მთავარი ინგრედიენტი არის დესლორატადინი, რომელის მოქმედებითაც ალერგიის სიმპტომები საგრძნობლად მსუბუქდება. ერიუსი ხელმისაწვდომია ორი ფორმით: ტაბლეტები და სიროფი, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ მედიკამენტის თქვენთვის სასურველი ფორმა.
ერიუსის ეფექტურობა განპირობებულია მასში შემავალი დესლორატადინის მოქმედებით. ალერგიული რეაქციის დროს ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება ფერმენტი ჰისტამინი, რომელიც იწვევს სწორედ იმ სიმპტომებს, რაც ვლინდება ალერგიის დროს. დესლორატადინის მოქმედება კი დაფუძნებულია ფერმენტ ჰისტამინის დათრგუნვაზე. სხვა ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) მედიკამენტებისგან ერიუსს განასხვავებს მისი გაუმჯობესებული ფორმულა, რომლის მეშვეობითაც იგი არ იწვევს ძილიანობას, რაც მას ხდის უსაფრთხო არჩევანს დღისით გამოყენებისთვის. ამასთანავე, მისი მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს მართოს ალერგია მთელი დღის განმავლობაში.
ერიუსის ტაბლეტირებული ფორმა ეფექტურად ამსუბუქებს ალერგიულ რინიტისა (თვალების ქავილი, სიწითლე, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და სასის ქავილი) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომებს (ქავილი და გამონაყარი). მისი მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად. ზრდასრულებისთვის და 12 წლის ზევით ბავშვებისთვის მიიღება დღეში 1 აბი, რაც უზრუნველყოფს 24-საათიან ეფექტს. ერიუსი არ იწვევს ძილიანობას და გამოირჩევა უსაფრთხოებით, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის ალერგიასთან საბრძოლველად.
ერიუსის სიროფი შექმნილია ალერგიის სიმპტომების სწრაფი და ეფექტური შემსუბუქებისთვის როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. იგი ებრძვის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, თვალების და ყელის ქავილი, ასევე ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული ქავილი და გამონაყარი.
ერიუსის სიროფის უპირატესობებია:
ერიუსი არის თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური ანტიჰისტამინური მედიკამენტი, რომელიც სწრაფად და მარტივად ამსუბუქებს ალერგიის სიმპტომებს. იგი ებრძვის ალერგიის სიმპტომებს როგორიცაა: ცემინება, თვალების ქავილი და გამონაყარი. ერიუსი ხელმისაწვდომია როგორც ტაბლეტების, ისე სიროფის ფორმით, რაც უზრუნველყოფს კომფორტს სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. მის ეფექტურობას ემატება 24-საათიანი მოქმედება და მედიკამენტი არ იწვევს ძილიანობას.