ფარმადეპოს აპლიკაციის/საიტის გათამაშებაში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, რომ განახორციელოთ მინიმუმ 100 ლარიანი შეკვეთა.
გათამაშების ფარგლებში უნდა ითამაშოთ მარტივი და სახალისო თამაში. თამაშის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოიგებთ ფარმადეპოს აპლიკაციის/საიტის 30%, 40% ან 50% ფასდაკლების პრომო კოდს.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებთ მაქსიმუმ 3-ჯერ.
გათამაშებაში მონაწილეობას აპლიკაცია და საიტი შემოგთავაზებს იმ შემთხვევაში, თუ:
გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ აპლიკაციამ შემოგთავაზოთ თამაში, აუცილებლად უნდა გქონდეთ აპლიკაციის განახლებული ვერსია 1.5.0
გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებთ მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეკვეთას მიტანის სერვისის საშუალებით ან გაიტანთ შეკვეთას ფილიალიდან. ამ ინფორმაციას შეიტყობთ pop-up ბანერის საშუალებით, რომელიც ამოგივარდებათ აპლიკაციის გახსნისას ან უკვე გახსნილ აპლიკაციაში ყიდვის დასრულების შემდეგ, როდესაც თქვენი შეკვეთა გადავა ეტაპზე “მზადაა”.
შეკვეთის გატანის ან კურიერის მიერ მიტანის შემდეგ ამოგივარდებათ შეტყობინება, რომლითაც გაიგებთ, რომ უკვე შეგიძლიათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. ამ დროს უნდა დააჭიროთ ღილაკს - “დახურვა” ან დააკლიკოთ X ღილაკს.
გათამაშების სანახავად უნდა დააჭიროთ მარცხენა ზედა მხარეს არსებულ სამ ვერტიკალურ ხაზს ანუ მენიუს, რომელშიც გამოგიჩნდებათ ღილაკი „გათამაშება“, დააკლიკავთ და გაიხსნება გათამაშების ვიზუალი, რომელზეც დააჭერთ ყვითელ ღილაკს - „თამაშის დაწყება“ და გადახვალთ თამაშზე. აქ გაეცნობით თამაშის წესებს, დააჭერთ ღილაკს - „გასაგებია“ და გაიხსნება თამაში. როგორც კი მზად იქნებით, დააჭირეთ ღილაკს - „დაიწყე“.
დაწყების ღილაკზე დაჭერის შემდეგ, 50 წამის განმავლობაში, დაამთხვიეთ მინიმუმ 3 ერთნაირი პროდუქტი ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. თითოეული წარმატებული დამთხვევა ქულებს გმატებთ. გაქვთ 20 სვლა ან 50 წამი თითო თამაშზე.
600 ქულის დაგროვების შემთხვევაში მოიგებთ 30, 40, 50% ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მომდევნო შენაძენებისათვის.
იმ შემთხვევაში თუ ვერ შეინახეთ პრომო კოდი, პრომო კოდის ნახვას შეძლებთ ფარმადეპოს აპლიკაციის ან საიტის პირად პროფილში.