
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ემოციური პერიოდია, რომლის დროსაც ორგანიზმში არაერთი ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილება ხდება. ეს ცვლილებები ხშირ შემთხვევაში კანის ზედაპირზეც აისახება ყველაზე გავრცელებული პრობლემის სახით, როგორიცაა სტრიები - თეთრი ან ვარდისფერი ზოლები კანზე, რომელიც უმეტესად მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე ან წელის მიდამოში ჩნდება.
რატომ ჩნდება სტრიები?
სტრიები თავს იჩენენ წონის ცვლილებებისას, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება. ამ დროს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოები კანის ღრმა ფენებში იშლება, რაც იწვევს სტრიების გაჩენას. სწორედ ეს ხდება ორსულობის დროსაც, ვინაიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში ხდება მუცლის ზრდა და წონაში მატება.
სტრიების გაჩენაზე გავლენას ახდენს:
როგორ გავუმკლავდეთ სტრიებს?
სამწუხაროდ სტრიებისგან სრულად თავის არიდება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა შეგიძლიათ მათი რაოდენობისა და ინტენსივობის შემცირება სწორი მოვლით.
დღესდღეისობით უამრავი დამატენიანებელი საშუალება არსებობს სტრიების საწინააღმდეგოდ, თუმცა დროში გამოცდილი, ძალიან ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საშუალებები აქვს გერმანულ ბრენდ ველედას.
ველედას პროდუქცია დამზადებულია 100% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. ბრენდს აქვს საკუთარი ორგანული ფერმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, აქტიურად მონაწილეობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში, იყენებს განახლებად ენერგიას და მდგრდი მიწათმოქმედების მეთოდებს.
ველედას პროდუქცია არ შეიცავს:

ველედას სტრიების საწინააღმდეგო ზეთი შეიცავს ნუშის ზეთს, ჟოჟობას და E ვიტამინით მდიდარ ხორბლის ღივის ზეთს არნიკას ყვავილის ზეთოვან ექსტრაქტთან ერთად, რომელიც კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს. ველედას ზეთი ამშვიდებს დაჭიმულ კანს და ამცირებს ქავილის შეგრძნებას.
მშრალი და პრობლემური კანის შემთხვევაში ზეთის გამოყენება უმჯობესია ორსულობის პირველი თვიდან დაიწყოთ და მშობიარობის შემდეგ გააგრძელოთ. ზეთი შეგიძლიათ მკერდის არეში ძუძუთი კვების დროსაც გამოიყენოთ. ახლად წარმოქმნილი წითელი სტრიების შემთხვევაში ზეთის რეგულარული გამოყენება მსუბუქი მასაჟით, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ზეთის უპირატესობები:
ველედას სტრიების საწინააღმდეგო კარაქი შეიცავს აზიურ ცენტელას, ზაფრანას და არნიკას ექსტრაქტებს, ორგანულ შიის და კაკაოს ცხიმებს, ბიო ჟოჟობას და მზესუმზირის ზეთებს. ველედას კარაქით რეგულარული მასაჟი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ხელს უშლის სტრიების გაჩენას კანის ზედაპირზე. ის სწრაფად შეიწოვება და კომფორტული გამოსაყენებელია მაშინაც კი, თუ ძალიან ცოტა დრო გაქვთ.
ველედას კარაქის უპირატესობებია:
სტრიები ორსულობის ყველაზე ლამაზი, თუმცა ამავდროულად სირთულეებით სავსე პერიოდის ერთ-ერთი ნაწილია. თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება სტრიების მიმართ და გსურთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მათი გაჩენის ალბათობა, აუცილებელია რეგულარულად და სწორად მოუაროთ კანს და განსაკუთრებით პრობლემურ ზონებს. ველედას სტრიების საწინააღმდეგო ზეთი და კარაქი შექმნილია დედებისთვის, ვინც ბუნებრივი გზებით ზრუნავს საკუთარ თავსა და მომავალ პატარაზე.