
ახალი და მომავალი დედებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: ფარმადეპოს აფთიაქების დახლებზე ლანსინო გამოჩნდა.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ბრენდს, რომელიც უკვე 40 წელია ახალ და მომავალ დედებზე ზრუნავს.
შევქმნათ ბუნებრივი, უსაფრთხო და ნამდვილად ეფექტური პროდუქტი მეძუძური დედებისთვის - ამ მოტივაციით დაიბადა ლანსინო 1984 წელს ამერიკაში. ბრენდის სავიზიტო ბარათი წლების განმავლობაში ლანოლინის კრემი იყო, უებარი წამალი მტკივანი მკერდისთვის.
მალამომ დედების გულები მოიგო, სასწაულმოქმედი ფორმულა კი მალევე გახდა ოქროს სტანდარტი გლობალურ დონეზე.
დროთა განმავლობაში ბრენდთან ერთად გაიზარდა იმ პროდუქტების ჩამონათვალიც, რომელთა ეფექტებიც აჩვენებს, რომ ორსულობისა და პოსტსამშობიარო პერიოდი სულაც არაა საჭირო, ფიზიკურ დისკომფორტსა და უარყოფით განცდებთან ასოცირდებოდეს. დედის ცხოვრების ეს ეტაპი კომფორტული, მშვიდი და სასიამოვნო უნდა იყოს.
ლანსინოს პოპულარობის მიზეზთაგან ერთ-ერთი ბრენდის ყოვლისმომცველი ასორტიმენტია.
უსაფრთხო მასალებით შექმნილი ბოთლები და საწოვარები ისეა დამზადებული, რომ მაქსიმალურად გაიმეოროს ბუნებრივი კვების სტილი და პატარას ძუძუდან ბოთლზე გადასვლის პერიოდი გაუმარტივოს.
სამედიცინო სიმძლავრის მექანიკური და ელექტრო რძის საწველი ტუმბოები ჭკვიანური დიზაინის წყალობით უმარტივესად იმართება.
გარდა ამისა, პრე და პოსტ სამშობიარო მოვლის პროდუქტებიდან ფარმადეპოში დაგხვდებათ:
მშობიარობის შემდგომი საფენები
თერმო ბალიშები ტკივილის შესამსუბუქებლად და შეშუპების დასაცხრობად
კრემები, მალამოები და შრატები კანის დასამშვიდებლად
ლანსინოს პროდუქცია ფარმადეპოს შერჩეულ აფთიაქებშია წარმოდგენილი და ივნისის ბოლოს ასორტიმენტს ტექნიკაც დაემატება. მანამდე კი გვეწვიეთ შერჩეული ფილიალებიდან თქვენთვის უახლოესში და უკეთ გაიცანით დედისა და ბავშვის მოვლის ყველასთვის საყვარელი ბრენდი. როგორც ყოველთვის, სწორი პროდუქტის შერჩევაში ჩვენი ფარმაცევტები დაგეხმარებიან.