ტოპიკრემის ტოპ 3 საბავშვო პროდუქტი
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
ბავშვის მოვლა
აქციები
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
თავის მოვლა
arrow

ტოპიკრემის ტოპ 3 საბავშვო პროდუქტი

ბავშვის მოვლა
12.11.2024
undefined

   ბავშვის ნაზი და მგრძნობიარე კანი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია      ისეთი პროდუქტების შერჩევა, რომლებიც უსაფრთხო, ჰიპოალერგიულია და შექმნილია მაღალი ხარისხით.

რატომ უნდა ავირჩიოთ ტოპიკრემი?

ტოპიკრემი, ფრანგული ბრენდია, რომელიც დერმატოლოგების მიერ შემუშავებული ნაზი და უსაფრთხო ფორმულებითაა შექმნილი. მისი პროდუქტები უზრუნველყოფენ ბავშვის კანის მაქსიმალურ დაცვას, დატენიანებასა და კომფორტს.

 

ტოპიკრემის პროდუქტები დამზადებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, რაც იწვევს მშობლების ნდობასა და სიმშვიდეს, რომ მათი ბავშვის კანი მუდმივად დაცულია. 

 

მისი ჰიპოალერგიული და ნაზი ფორმულა უზრუნველყოფს ბავშვის კანის კომფორტს, დაცვას გაღიზიანებისა და სიმშრალისგან, ხოლო ბუნებრივი ინგრედიენტები მაქსიმალურად აჯანსაღებენ კანს.

 

ბლოგში გაგაცნობთ ტოპიკრემის ტოპ 3 პროდუქტს, რომლებსაც ირჩევენ მშობლები.

ტოპიკრემი - სახე/ტანის რძე ულტრადამატენიანებელი

ტოპიკრემის ულტრადამატენიანებელი რძე, ახალშობილები,ჩვილები,ბავშვები,მშრალი და მგრძნობიარე კანი, სახისა და სხეულის მოვლა.

ტოპიკრემის სახისა და ტანის დამატენიანებელი რძე განკუთვნილია ბავშვის კანის ყოველდღიური დატენიანებისთვის. პროდუქტი ადვილად შეიწოვება კანზე და უზრუნველყოფს საჭირო ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.

 

ულტრადამატენიანებელი რძე გლიცერინის, შარდოვანასა და ფუტკრის ცვილის შემადგენლობით, ნაზად ატენიანებს კანის ზედა შრეს, ამშვიდებს და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას, ღრმად ატენიანებს კანს და ხელს უწყონს წყლის შეკავებას კანის უჯრედებში, აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქცას.

 

დამატენიანებელი რძე გამოიყენება ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში. გამოიყენეთ დილას და საღამოს სუფთა, მშრალ კანზე.

ტოპიკრემი - შხაპის გელი. მშრალი/მგრძნობიარე კანის

ტოპიკრემის შხაპის გელი, ახალშობილები,ჩვილები,ბავშვები,მშრალი და მგრძნობიარე კანი, სახისა და სხეულის მოვლა.

ტოპიკრემის ულტრადამატენიანებელი შხაპის გელი სპეციალურად შექმნილია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

 

შხაპის გელი განკუთვნილია ჩვილობიდან ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. მისი ნაზი და დამამშვიდებელი ფორმულა არ იწვევს გაღიზიანებას, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას და ეფექტურად იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან. 

 

გელი ატენიანებს კანს და ამავდროულად ინარჩუნებს მის ბუნებრივ ბალანსს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანისთვის. 500 მლ მოცულობა კი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

 

ტოპიკრემის შხაპის გელი გამდიდრებულია შემადგენლობით:

 

  • ტოკოფეროლი(ვიტამინი E) - რომელიც იცავს კანს გარემო ფაქტორებისგან.
  • გლიცერინი - გაღიზიანების გარეშე ნაზად წმენდს კანს.
  • მზესუმზირის თესლის ზეთი - ატენიანებს კანს.

ტოპიკრემი - CICA კრემი აღმდგენი დაზიანებული კანის

ტოპიკრემის ციკა კრემი, ახალშობილები,ჩვილები,ბავშვები,მშრალი და მგრძნობიარე კანი, სახისა და სხეულის მოვლა.

ტოპიკრემის ციკას აღმდგენი კრემი გამდიდრებულია აღმდგენი და დამამშვიდებელი კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას და დამშვიდებას. ამასთანავე ციკას კრემი ეხმარება კანს გახდეს უფრო გამძლე გარემო ფაქტორების მიმართ. 

 

იგი აღადგენს კანის დაზიანებულ უბნებს, ხელს უწყობს უჯრედების შეერთების პროცესს, ატენიანებს და იცავს კანს ბაქტერიების გამრავლებისგან.

საჭიროების შემთხვევაში კრემი დაიტანება საფენქვეშა გაღიზიანებულ კანზე.

 

აღმდგენი კრემი გამოიყენება ჩვილებში, ბავშვებსა და ზრდასრულებში. იგი გამოიყენება ლორწოვან გარსზეც, როგორიცაა, ცხირის და ტუჩის ნახეთქები, ასევე გარეგან ინტიმურ ლორწოვან არეებზე. დაიტანება გაღიზიანებულ არეზე ლოკალურად.

შეჯამება

ტოპიკრემის საბავშვო ხაზის პროდუქტები - სახისა და ტანის ულტრადამატენიანებელი რძე, შხაპის გელი და ციკას აღმდგენი კრემი -უზრუნველყოფენ ბავშვის კანის ნაზ, უსაფრთხო და ინტენსიურ მოვლას.

 

ეს პროდუქტები სპეციალურადაა შექმნილი, რომ დაიცვან და დაარბილონ კანი, შეინარჩუნონ მისი ბუნებრივი ბალანსი და უზრუნველყონ ყოველდღიური კომფორტი.

 

უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით გამდიდრებული, ტოპიკრემის ფორმულები იდეალური არჩევანია მშობლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ შვილების კანის ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე.

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი