დამეთანხმებით, რომ ყველა მშობელს ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა- "რომელი საფენია ჩემი
პატარასთვის საუკეთესო?" ხშირად ვისმენთ სხვა დედებისგან რჩევებს, თუმცა რთულია არჩევანის გაკეთება.
1.შესაფერისი ზომა- დარწმუნდით, რომ საფენი შეესაბამება თქვენი ბავშვის წონას.
თუ საფენი ძალიან პატარა ან დიდია, ის ვერ უზრუნველყოფს საკმარის დაცვასა და კომფორტს.
2. მახასიათებლები- დარწმუნდით, რომ საფენს აქვს მაღალი შეწოვის უნარი და ინარჩუნებს სიმშრალეს ხანგრძლივი დროით. სასურველია იყოს ჰიპოალერგიული, რომ შეამციროთ საფენქვეშა გაღიზიანების რისკი. ასევე შეიცავდეს ბავშვის კანისთვის უსაფრთხო ინგრედიენტებს.
3. კომფორტი- საფენი უნდა იყოს რბილი და კომფორტული,რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება და ხახუნი ბავშვის კანზე.
სწორად შერჩეული საფენი არა მხოლოდ ბავშვის კომფორტზე, არამედ მის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას. ბლოგში გაგაცნობთ რამდენიმე საფენს, რაც გაგიმარტივებთ შერჩევის პროცესს.
Pillo- პილო არის ერთ-ერთი პოპულარული და საიმედო ბრენდი, რომელიც საფენების ფართო არჩევანს გვთავაზობს. ის დამზადენულია რბილი და ნაზი მასალისგან, რაც ეხმარება ბავშვის კანს სუნთქვაში და ამცირებს გაღიზიანებისა და გამონაყარის რისკს. იგი სწრაფად იწოვს სითხეს და ინარჩუნებს ტენიანობას პამპერსის შიგნით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის კომფორტს მთელი დღის განმავლობაში.
Pillo-ს პამპერსები ჰიპოალერგიულია, რაც მინიმუმამდე ამცირებს ალერგიულ რეაქციებს. საფენები შესანიშნავია ღამის ძილისთვის, მათი შთანთქმის მაღალი უნარი და უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს მშობლების სიმშვიდეს, რომ ბავშვს არ შეაწუხებს სითხე და ტენიანობა ღამის განმავლობაში.
Huggies- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდია ბავშვთა ჰიგიენის პროდუქტებში. გაგაცნობთ იმ ძირითად მიზეზებს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ჰაგისის საფენები:
ჰაგისის პამპერსები მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი პროდუქტებია, რომლებიც მშობლების ნდობასა და კმაყოფილებას იმსახურებენ.
Huggies-ის პამპერსები გამოირჩევა მაღალი შთანთქმის უნარით. მათი სპეციალური შიდა ფენა სწრაფად იწოვს სითხეს და ტოვებს ბავშვის კანს მშრალსა და კომფორტულს ხანგრძლივი დროით.
Huggies-შექმნილია რბილი და ნაზი მასალისგან, რომელიც არ იწვევს ბავშვის კანის გაღიზიანებას. მათი ჰიპოალერგიული და უმაღლესი ხარისხის მასალა უზრუნველყოფს ბავშვის კანის ჯანმრთელობას და დაცვას სიწითლისა და გამონაყარისგან.
Huggies-ის ღამის პამპერსები შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვს მთელი ღამე კომფორტულად
ეძინოს. ისინი უფრო მაღალი შთანთქმის უნარით გამოირჩევიან და უზრუნველყოფენ მშრალ გარემოს მთელი ღამის განმავლობაში.
Tenera-ს საფენი უამრავი მშობლის არჩევანია, საფენის მაქსიმალურად რბილი და სუნთქვადი
ზედაპირი უზრუნველყოფს ხანგრძლივ სიმშრალესა და კომფორტს. იგი იცავს კანს გაღიზიანებისა და სიწითლისგან.
საფენი შექმნილია ისე, რომ იდეალურად ერგებოდეს ბავშვის სხეულს და მოძრაობის თავისუფლება არ შეზღუდოს. ის გამოირჩევა ხარისხისა და ფასის შესანიშნავი თანაფარდობით. მშობლებს სურთ, რომ საფენი იყოს არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ ხელმისაწვდომი.
სველი ხელსახოცი - საუკეთესო საშუალებაა ბავშვის კანის გასასუფთავებლად საფენის შეცვლის დროს. სასურველია იყოს ჰიპოალერგიული და არ შეიცავდეს ალკოჰოლს, რათა თავიდან აიცილოთ გაღიზიანება. საუკეთესო არჩევანია ბიოლაინის სველი ხელსახოცი, რომელიც შეიცავს 99.9% წყალს ,ხელს უწყობს ღრმა წმენდასა და სისუფთავეს. ასევე სეპტონას სველი ხელსახოცი, იგი დამზადებულია 100% ბამბისგან და არის ჰიპოალერგიული , იცავს კანს გაღიზიანებისა და ალერგიული რეაქციებისგან.
საფენქვეშა კრემი - სასურველია მოვლის რუტინაში ჩართოთ საფენქვეშა კრემი, ის უზრუნველყოფს თქვენი პატარას კანის დაცვას, ამშვიდებს და ატენიანებს მას.
გირჩევთ ველედას საფენქვეშა კრემს, რომელიც შთანთქავს სისველეს და იცავს კანს გაღიზიანებისგან, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ხსნის სიწითლეს, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს და მატებს ხავერდოვანი სირბილის შეგრძნებას.
საფენის არჩევისას დარწმუნდით, რომ მისი ზომა შეესაბამება ბავშვის წონას. აუცილებელია ახასიათებდეს მაღალი შეწოვის უნარი, იყოს ჰიპოალერგიული და შეიცავდეს ბავშვის კანისთვის უსაფრთხო ინგრედიენტებს.
გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული საფენი არა მხოლოდ ბავშვის კომფორტზე, არამედ მის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.