
ზრდასრულის კანთან შედარებით, ჩვილის კანი ხუთჯერ უფრო თხელი და მგრძნობიარეა. პატარებში კონტაქტური დერმატიტისა და ალერგიული რეაქციების ხშირი მიზეზი სარეცხი საშუალებებები და მათში შემავალი არომატიზატორები, გამათეთრებლები და აგრესიული ნივთიერებებია.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ ფარმადეპოს ასორტიმენტს საერთაშორისო ბრენდი Just Green Organic დაემატა, რომელიც, დაარსების დღიდან მოყოლებული, საბავშვო მოვლის საშუალებების წარმოებისას უარს ამბობს მავნე ქიმიკატებზე და პროდუქციას 100%-ით მცენარეულ ბაზაზე ქმნის.
Just Green-ის საბავშვო ხაზი პატარას ტანსაცმლისა და ჭურჭლის მოვლისთვის აუცილებელ საშუალებებს აერთიანებს.
1. ბავშვის ტანსაცმლის სარეცხი სითხე
სარეცხი სითხე განკუთვნილია თეთრი, ფერადი, სინთეზური და ნაზი ქსოვილებისთვის, როგორც ხელით, ისე მანქანით რეცხვისას. ფორმულას ამოჰყავს ორგანული ლაქები და სრულყოფილად ინარჩუნებს ქსოვილის ბოჭკოვან სტრუქტურასა და ფერს. რეცხვის შემდეგ არ ტოვებს ქიმიურ ნარჩენებს, ეს კი სრულად გამორიცხავს კანის გაღიზიანებას.
2. ქსოვილიდან ლაქების ამომყვანი სპრეი
ჩამჯდარი და რთულად ამოსაყვანი ლაქების დასამუშავებლად შექმნილი სპრეი გამოიყენება რეცხვის წინ (0+ ასაკიდან). მისი შემადგენლობის 98% ბუნებრივი აქტიური კომპონენტებია, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე რეცხვის დროსაც კი ინარჩუნებს მაღალ ეფექტურობას.
3. ბავშვის ტანსაცმლის დამარბილებელი სითხე
დამარბილებელი სითხე ქსოვილს უნარჩუნებს ბუნებრივ სირბილესა და ელასტიურობას, რაც ფორმულაში შემავალი მცენარეული ექსტრაქტებისა და ეთერზეთების დამსახურებაა. ამის გარდა, სითხის გამოყენების შემდეგ დაუთოების პროცესიც ბევრად მარტივდება.
4. საბავშვო ჭურჭლისა და საწოვარას სარეცხი გელი
სარეცხი გელი ჩვილის ბოთლების, საწოვარების, ჭურჭლისა და სათამაშოების გასასუფთავებლადაა შექმნილი. 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტები ეფექტურად შლის რძის, ფორმულისა და ცხიმის ნარჩენებს.
მთავარი, რაც Just Green Organic-ს მსგავსი ბრენდებისგან გამოარჩევს, მისი სერტიფიცირებული შემადგენლობა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტია. ბაზარზე არსებულ ხელმისაწვდომ პროდუქტებს შორის ბრენდის სარეცხი სითხე ერთადერთი თხევადი სარეცხი საშუალებაა, რომელსაც ECOCERT EcoDetergent-ის ოფიციალური ეკო-სერტიფიკატი აქვს. ეს აღიარება დასტურია იმის, რომ ინგრედიენტების მინიმუმ 95% ბუნებრივი წარმოშობისაა და წარმოების პროცესი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ეკოლოგიურ ნორმებს. გარდა ამისა, ფორმულები ვეგანურია და არ იტესტება ცხოველებზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც ერთი პროდუქტი არ ხასიათდება მძაფრი, ქიმიური სურნელით, ვინაიდან შემადგენლობიდან სრულად ამოღებულია სინთეზური არომატიზატორები და საღებავები. ამ ფაქტორების კომბინაცია მაქსიმალურად ამცირებს სასუნთქი გზებისა და კანის გაღიზიანების რისკს. დერმატოლოგიურად ტესტირებული ჰიპოალერგიული ფორმულები სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის 0 წლიდან და რეკომენდებულია ატოპიური კანის მქონე ჩვილებისთვისაც.
შეარჩიე სასურველი პროდუქტი Just Green Organic-ის საბავშვო მოვლის სრული ხაზიდან ფარმადეპოს ფილიალებში ან ონლაინ.