დააგროვე ბეჭდები, დაზოგე მეტი - ფარმადეპოს ახალი ლოიალობის პროგრამა იწყება!
ბლოგი
კატეგორიები
ფარმადეპოს საიტი და აპლიკაცია Trust Mark ნიშნის მფლობელია
arrow
ორსულობამდე
arrow
დედა და ბავშვი
arrow
გათამაშება
arrow
იზრუნე ჯანმრთელობაზე
arrow
აქციები
arrow
თიბისი ბანკის ახალი ბარათის აქცია
ბავშვთა დღე
შავი პარასკევის აქცია
ფარმადეპოს დაბადების დღე
ბეჭდების აქცია
თავის მოვლა
arrow

დააგროვე ბეჭდები, დაზოგე მეტი - ფარმადეპოს ახალი ლოიალობის პროგრამა იწყება!

ბეჭდების აქცია
03.06.2025
undefined

ფარმადეპოს ბეჭდების ლოიალობის პროგრამა

ფარმადეპოს ბეჭდების ლოიალობის პროგრამა ახალი, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული გზაა შენი ყოველდღიური დანაზოგისთვის. პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ თითოეული შენაძენი არა მხოლოდ საჭირო, არამედ მომგებიანი გახდეს.


როდის იწყება პროგრამის ახალი ეტაპი?

2025 წლის 4 ივნისიდან იწყება ბეჭდების ლოიალობის პროგრამის ახალი ეტაპი.


როგორ მუშაობს ბეჭდების სისტემა?

მარტივი წესით – ყოველ 25 ლარიან შენაძენზე იღებ 1 ბეჭედს. ბეჭდები გერიცხება როგორც ფიზიკურ აფთიაქში, ისე ონლაინ პლატფორმაზე.

1 ბეჭედი = 50 თეთრი

ბეჭდებით შეგიძლია გადაიხადო:

  • ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების ღირებულების ნაწილი – თანაგადახდის პრინციპით
  • ან სრული ღირებულება – ბეჭდების სრული დახარჯვით

შენაძენი უნდა იყოს 25 ლარის ჯერადი: 25, 50, 75 და ასე შემდეგ.


მეტი ბენეფიტი ერთ პროგრამაში

ბეჭდების პროგრამა გთავაზობს:

  • საკატალოგე ფასდაკლებები – 50%-იანი
  • კატალოგში შესული პროდუქტები: თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, ბავშვის კვება, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • კატალოგი გამოქვეყნდება: pharmadepotbechdebi.ge
  • კატალოგში მითითებულია თითოეული პროდუქტისთვის საჭირო ბეჭდების რაოდენობა

შენიშვნა: ფასდაკლების გამოყენებამდე გადაამოწმე პროდუქტის მარაგი ფილიალში.


ლიმიტირებული დროის შეთავაზებები

პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, ბეჭდებით ისარგებლო შეზღუდული დროით მოქმედი სუპერაქციებით.

შეთავაზების შეძენისას იღებ ერთჯერად ვაუჩერს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო:

  • ფილიალში
  • ონლაინ
  • აპლიკაციაში

როგორ მუშაობს:

  • გადადი pharmadepotbechdebi.ge
  • შეიძინე სასურველი შეთავაზება
  • მოძებნე ვაუჩერის კოდი პირად კაბინეტში → „ვაუჩერის ბლოკი“
  • წარადგინე კოდი ფარმაცევტთან ან შეიყვანე ონლაინ შეკვეთისას

გაითვალისწინე: ვაუჩერს აქვს მოქმედების ვადა – გადამოწმე წინასწარ.


შეთავაზების ყიდვა - როცა ბეჭდები არ გყოფნის

შესაძლებელია შეთავაზების შეძენა მაშინაც კი, როცა ბეჭდები არ გყოფნის:

პროგრამა გაძლევს საშუალებას ბალანსზე იყო მინუს 10 ბეჭედამდე.

მაგალითად: შეთავაზება მოითხოვს 15 ბეჭედს, შენ კი გაქვს მხოლოდ 5 → ყიდულობ, ბალანსი ხდება -10.

ეს ვრცელდება მხოლოდ ლიმიტირებულ დროის შეთავაზებებზე.


ბეჭდების გაზიარება

შეგიძლია ბეჭდების გაზიარება მეგობართან, ოჯახის წევრთან ან კოლეგასთან:

  • შეიყვანე მიმღების მობილურის ნომერი
  • აირჩიე გადასაცემი ბეჭდების რაოდენობა
  • დაადასტურე გადარიცხვა ერთჯერადი კოდით


როგორ გავხდე ბეჭდების პროგრამის წევრი?

  • ყველა ფარმადეპოს ბარათის მფლობელი ავტომატურად ხდება ბეჭდების კოლექციონერი
  • არ გაქვს ბარათი? ეწვიე ნებისმიერ ფილიალს და მიიღე რამდენიმე წუთში
  • იცვლი მობილურის ნომერს? განაახლე ფარმაცევტთან, რომ ბეჭდები არ დაკარგო


ფასდაკლებები ერთ პროდუქტზე – როგორ მუშაობს?

  • თუ ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე ფასდაკლება, გამოიყენება ყველაზე მომგებიანი
  • მაგალითად: პროდუქტზე არის 20% ფასდაკლება, მაგრამ შენ შეგიძლია 50%-იანი ფასდაკლება ბეჭდებით → გამოიყენება 50%-იანი


რამდენ ხანში აისახება ბეჭდები?

  • ბეჭდები აისახება ბალანსზე შესყიდვის დასრულებისთანავე
  • დაზღვევის შემთხვევაში – მომდევნო დღეს, გადახდილი თანხის პროპორციით


რატომ უნდა ჩაერთო ამ პროგრამაში?

  • რეალური ფინანსური სარგებელი – ყოველ შენაძენზე
  • ექსკლუზიური შეთავაზებები მხოლოდ წევრებისთვის
  • მოქნილი გადახდის სისტემა
  • მუდმივი განახლებები და ახალი აქციები

დაიწყე ბეჭდების დაგროვება 4 ივნისიდან!

დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი