WELLBABY LIQUID 150ML #1

WELLBABY LIQUID 150ML #1

დიდი ბრიტანეთი

ვიტაბიოტიკსი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება 5მლ-ში
ალაოს ექსტრაქტი 500მგ
სელის თესლის ზეთი (წარმოდგენილია
ომეგა-3-ის
რიგის ცხიმოვანი მჟავით) 31მგ
ვიტამინი C 30მგ
ნიაცინი (ვიტამინი B3) 6მგ
ვიტამინი E ალფა-TE 5მგ
რკინა 4მგ
თუთია 2,5მგ
პანტოთენის მჟავა 2მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 0,8მგ
თიამინი (ვიტამინი B1) 0,5მგ
ვიტამინი B6 0,5მგ
ვიტამინი A (443IU) 133მკგ
სპილენძი 100მკგ
ფოლის მჟავა 80მკგ
ვიტამინი D (D3-ის სახით 100IU) 2,5მკგ
ვიტამინი B12 1მკგ
ჩვენება: ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 3 თვიდან 5 წლამდე. უმადობა, რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი.

ველკიდი საბავშვო სიროფი, ნატურალური ფორთოხლის არომატით, წარმოადგენს იდეალურ ფორმულას 3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. 14 სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ომეგა–3 თან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისათვის.

მოქმედება:ომეგა-3–ს რკინასთან და თუთიასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რკინა, როგორც ცნობილია, საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. იგი ასევე წარმოადგენს ზოგიერთი ენზიმის კო-ფაქტორს, რომელიც ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლის და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ–ის და რნმ–ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების და იმუნური სისტემის განვითარებაში.
პრეპარატში შემავალი სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავების რიგს, რომელიც საჭიროა პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესში. მას დიდი როლი ენიჭება სახსრების ნორმალური განვითარებისთვის. ომეგა–3 ორგანიზმში გარდაიქმნება DHA (დეკოზაჰექსონის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა). ეს უკანასკნელნი მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცესში, არეგულირებენ სისხლში ცხიმების ბალანსს და დადებით გავლენას ახდენენ არტერიულ წნევაზე.
ველკიდი საბავშვო შეიცავს შვეიცარული ალპების ალაოს ექსტრაქტს, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სიროფს და ამავე დროს წამოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს.
ვიტამინ D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია სწრაფად მზარდი ძვლოვანი ქსოვილის და ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.
ბავშვის ორგანიზმს გააჩნია გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმის და ფოსფორის მიმართ, საკვებიდან მათი ათვისების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ნუტრიენტის და მათ შორის ვიტამინ D-ს ნორმალური დონის არსებობაზე.

ველკიდის ფორმულა ეყრდნობა უახლეს მეცნიერულ კვლევებს და მთლიანად აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის მოთხოვნებს ნუტრიენტების მიმართ.
აქვს უგემრიელესი ფორთოხლის და მალტას არომატი, რაც უყვართ ბავშვებს.
ველკიდი საბავშვო შექმნილია მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების მიხედვით.

მიღების წესი: ბავშვები 3-დან 6 თვემდე 2,5მლ (ნახევარი ჩაის კოვზი) დღეში. ბავშვები 7 თვიდან 5 წლამდე 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში.

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, ლაქტოზას, გლუტენს, მარილს, ცხიმსა და საფუარს, ალკოჰოლს.

გამოშვების ფორმა: 150მლ-იანი ბოთლი.

შენახვის პირობები: ინახება 25C ტემპერატურამდე, შეფუთულ მდგომარეობაში, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ვიტაბიოტიკს ლტდ (Vitabiotics Ltd), დიდი ბრიტანეთი
Show More
More Info
Brand
ვიტაბიოტიკსი
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
vitamins+minerals
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page