დუოვიტი გამოიყენებაა როგორც პროფლაქტიკური საშუალება:
ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციების დაავადებების მიმართ; გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი დაავადებების შემდეგ; არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონისას (ძირითადად სწრაფი კვება, საკვების არარეგულარულად მიღება, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკმარისობა), კვების შემცირებული რაციონისას (წონის დასაკლები დიეტა, დიაბეტი და ა.შ.); მდგომარეობებისას, რომლებსაც ახლავს ვიტამინებსა და მინერალების მოთხოვნილების გაზრდა: მაღალი ფიზიკური (ფიზკულტურასა და სპორტის აქტიური ვარჯიში) და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; საკვები პროდუქტების არასაკმარისად ათვისებისას (ხანდაზმული ადამიანები, მწეველები, ალკოჰოლიკები); მინერალური ნივთიერებების დაკარგვისას (გულისრევა, დიარეა, ჭარბი მენსტურაცია, ჭარბი ოფლდენა); კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას. მიღების წესები და დოზირება:
რეკომენდებულია საუზმის შემდეგ მიღება.
მოზრიდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 წითელი ფერის დრაჟე და 1 ცისფერი ფერის დრაჟე დღეში; დრაჟე უნდა ჩაიყლაპოს მთლიანდ, მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით.
პრეპატის მიღების კურსი 30 დღეს შეადგენს. პრეპარატის მიღების კურსი შეიძლება განმეორდეს შესვენების (1-3 თვე) შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
უკუჩვენებები:
*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.