Tioretin inun tab #30

Tioretin inun tab #30

გერმანია

იმუნი
About Product
თიორეტინ იმუნი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, ორმაგი გარსით დაფარული დასალევი ტაბლეტები

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი: ალფა ლიპოის მჟავა: 400მგ; გენისტეინი: 80მგ; ვიტამინი B1: 1.1მგ; ვიტამინი B12: 2.5მკგ; ვიტამინი B6: 1.4მგ; ვიტამინი B2: 1.4მგ; ვიტამინი C: 40მგ; ვიტამინი PP: 8.0მგ; ვიტამინი E: 6.0მგ.

ჩვენება: თიორეტინ იმუნოს ჩვენებას წარმოადგენს მასში შემავალი კომპონენტების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება ან საკვებით მათი არასაკმარისი მიწოდება.

თიორეტინ იმუნში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ: პერიფერიული ნეიროპათიის და დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობას გლაუკომის მკურნალობას. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობას. ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას კოლაგენის ფორმირებას და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან აღადგენენ E და C ვიტამინებს. პროტეინების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას მხედველობითი ფუნქციების შენარჩუნებას

გენისტეინი და პერიფერიული ნეიროპათია-გენისტეინს და გაბაპენტინს აქვთ ერთნაირი ეფექტები ანთების საწინააღმდეგო, ნეირორეგენერაციის და ნეიროპათიულ ტკივილის კუთხით, ექსპერიმენტულ მოდელებზე. გენისტეინი შესაძლებელია განიხილოს გაბაპენტინის ალტერნატივად პერიფერიული ნერვების დაზიანების დროს.

გენისტეინი და დიაბეტური რეტინოპათია: დიაბეტური რეტინიპათია ასოცირებულია ბადურაზე მიკროგლიური უჯრედების ჰიპერაქტივაციასთან და ციტოკინების მაღალ კონცენტრაციასთან.
გენისტეინმა, როგორც თიროზინკინაზის ინჰიბიტორმა, აჩვენა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
გენისტეინი ამცირებს დიაბეტ-ინდუცირებულ ნეიროანთებას, ერთვება რა, მიკრიგლიური უჯრედების აქტივაციით გამოწვეულ ანთების სასიგნალო გზებში(ERK and P38 MAPKs).

გენისტეინი მნიშვნელოვნად იცავს ბადურის უკანა შრის მორფოლოგიას და ამცირებს სისხლძარღვების განვლადობას.
გენისტეინი და გლაუკომა: სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფას (TNF-ალფა) მაღალი შემცველობა იწვევს ნეირონების დაზიანებას. გენისტეინი ამცირებს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა-ინდუცირებულ ნეირო-სისხლძარღვოვან ანთებას.
გენისტეინი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: HSC უჯრედები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ღვიძლის ფიბროზის განვითარებაში.
გენისტეინი ლიპოციტების (HSC უჯრედების) პროლიფერაციის სუპრესიის გზით, ხელს უშლის ფიბროზული ქსოვილის განვითარებას ღვიძლში.
გენისტეინი აუმჯობესებს ღვიძლის ჰისტოლოგიურ, ულტრაბგერით და ლაბორატორიულ მაჩვენებლებს.

გენისტეინი და კარდიოპროტექცია: გენისტეინს ახასიათებს არტერიების ენდოთელიუმის რელაქსაციის უნარი, ამავდროულად ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე.

დოზირება: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

უსაფრთხოების ზომები: არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტის მიმართ.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას.

შეფუთვა: შეფუთვაში ?10 ტაბლეტი. სამი ბლისტერი.

მწარმოებელი: იმუნ იუჯი IMUN UG (HRB ეიჩ არ ბი 35243P) კომპანიისთვის, გერმანია.
Show More
More Info
Brand
იმუნი
Country
გერმანია
Generic
alpha lipoc+genisteini+vit B-1+vit B-2+vit B-6+vit B-12+vit C+vit PP+vit E
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page