Taufonum 4% eye dr 10ml #1
Taufonum 4% eye dr 10ml #1

Taufonum 4% eye dr 10ml #1

უკრაინა

ფარმაკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Taurinum
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები: Taufonum; 2-ამინოეთანსულფონმჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;
შემადგენლობა: ტაურინი - 0.2 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ნიპაგინი, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა. თვალის წვეთები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი საშუალებები.

გამოყენების ჩვენებები. ტაუფონი ინიშნება მოზრდილებში თვალის ბადურას დისტროფიული დაზიანებების დროს, მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინალური დეგენერაციების ჩათვლით, რქოვანას დისტროფიების დროს, სიბერის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური კატარაქტების დროს, როგორც აღდგენითი პროცესების მასტიმულირებელი საშუალება რქოვანას ტრავმების დროს.

გამოყენების წესი და დოზები. კატარაქტების დროს ტაუფონი ინიშნება ინსტილაციების სახით: 2-3 წვეთი 2-4-ჯერ დღე-ღამეში ყოველდღე 3 თვის განმავლობაში. კურსები ერთთვიანი ინტერვალით მეორდება. ტრავმების დროს გამოიყენება ანალოგიური დოზებით 1 თვის განმავლობაში. ტაპეტორეტინალური დეგენერაციისა და ბადურას სხვა დისტროფიული დაავადებების, რქოვანას გამჭოლი ჭრილობების სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ კონიუნქტივაში: 0.3 მლ 4% ხსნარი დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 თვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება. შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, რაც ვლინდება ალერგიული რეაქციების სახით.

უკუჩვენებები. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზა. მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი ეფექტურია როგორც თვალშიდა წნევის დამწევი საშუალება გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით პრეპარატი ზრდის თიმოლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს მათი ერთად გამოყენების შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვადა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 8-15რC. შენახვის ვადა – 3 წელი.
Show More
More Info
Brand
ფარმაკი
Country
უკრაინა
Generic
taurinum
Dose
4%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page