Bestoxol 4% eye drops 10ml #1
Bestoxol 4% eye drops 10ml #1

Bestoxol 4% eye drops 10ml #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება:
ტაურინი, Taurine

ქიმიური დასახელება:
2-ამინოეთანსულფონის მჟავა

წამლის ფორმა:
თვალის წვეთები.
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტაურინი 0,04 გ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი

პრეპარატის ათქ კოდი: S01XA21

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
თვალის პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატები.
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი პრეპარატები.გამოყენების ჩვენებები
- ბადურის დისტროფიული ცვლილებები;
- თვალის თანდაყოლილი ტაპეტორეტინალური დეგენერაცია;
- რქოვანას დისტროფია და ტრავმები (რეპარაციული პროცესების სტიმულაციის მიზნით);
- სხვადასხვა წარმოშობის კატარაქტა (მოხუცებულობის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური);
- გლაუკომა (აძლიერებს თიმოლოლის მოქმედებას).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტაურინის მიმართ.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები

მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატ ბესტოქსოლს აწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, თუ ექიმის მიერ დოზირების სხვა რეჟიმი არ არის მითითებული.
კატარაქტის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-3 წვეთი 2-4-ჯერ ყოველდღიურად 3 თვის განმავლობაში. კურსი მეორდება ერთ თვიანი ინტერვალით.
ტრავმების დროს – გამოიყენება ამავე დოზით ერთი თვის განმავლობაში.
გლაუკომის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-ჯერ დღეში თიმოლოლის ჩაწვეთამდე 20-30 წუთით ადრე.
ტაპეტორეტინალური აბიოტროფიების და ბადურის სხვა დისტროფიული დაავადებების, რქოვანას გამჭოლი ჭრილობების დროს – შეყავთ კონიუნქტივის ქვეშ 4%-ანი ხსნარის 0.3 მლ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ 6-8-თვის შემდეგ.გამოყენება პედიატრიაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე ბავშვებში, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლო რისკს.

გამოშვების ფორმა:
ბესტოქსოლი თვალის წვეთების 10 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
taurinum
Dose
4%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page