Sidomol kids syrup 1mg 100.0
Sidomol kids syrup 1mg 100.0

Sidomol kids syrup 1mg 100.0

ესპანეთი

მასენზ ჯგუფი
About Product
სიდომოლი ქიდსი 100მლ-საკვები დანამატი

შემადგენლობა 10მლ-ში: მელატონინი 1მგ, პასიფლორას ექსტრაქტი 100მგ, გვირილის ექსტრაქტი 100მგ, ლავანდის ექსტრაქტი 50მგ, ბარამბოს ექსტრაქტი 50მგ, ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი 30მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 1,47მგ. (დამატკბობელი ფრუქტოზა, გამამკვრივებლები კარბომეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი. მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟავა, არომატიზატორი ვაშლის ექსტრაქტი; წყალი.)

სიდომოლი ქიდსი 100მლ-კომბინირებული შემადგენლობის ხარჯზე ავლენს სედაციურ მოქმედებას, ხელს უწყობს რელაქსაციას, უზრუნველყოფს ბუნებრივ, ღრმა და ნორმალურ ძილს ღამის განმავლობაში. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ავლენს ანტიჰიპოქსიურ, სპაზმოლიზურ მოქმედებას, უზრუნველყოფს ფსიქიკის სტაბილიზაციას და გუნება-განწყობილების ამაღლებას.

ჩვენებები: ძილის დარღვევა (ჩაძინების გაძნელება, ზედაპირული ძილი); უძილობა (ინსომნია); ნეიროცირკულატორული დისტონია; ნევროზული მდგომარეობები (განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასკოლო ასაკში), რომელთაც თან ახლავს ფსიქიკური აგზნება, მოუსვენრობა, შფოთვა. სტრესის შემდგომი რეაბილიტაცია; მსუბუქი ფობიები; დათრგუნული მდგომარეობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება დაძინებამდე 1 საათით ადრე. რეკომენდებულია მიღება კვების წინ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 ჩაის კოვზი (5მლ). 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში 2 ჩაის კოვზი (10მლ). დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

განსაკუთრებული მითითებანი: სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ (შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დამამშვიდებელი ეფექტის გაძლიერებას და სიდომოლ ქიდსის ეფექტურობის დაქვეითებას).

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება 0-25C მშრალ, მზის სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა: მოცემულია კოლოფზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი კომპანია: მასენზ დანია გრუპ ს.ლ. (MASENZ DANYA GROUP S.L), ესპანეთი.
info@masenzgroup.com
www.masenzgroup.com
Show More
More Info
Brand
მასენზ ჯგუფი
Country
ესპანეთი
Generic
melatonin+Passiflora+Chamomilla+Lavander+Meliss+vit B6
Dose
1მგ
Form
სიროფი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page