Pari-Flo susp 125ml #1

Pari-Flo susp 125ml #1

ესპანეთი

მიგუელ და გარიგა
About Product
პარი-ფლო ადვანსი
საკვები დანამატი
სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის 125მლ

შემადგენლობა: 1 დოზა (10მლ) შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: 2გ პასიფლორას ბალახის მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.); L-გლიცინი 0,2გ; L-მეთილფოლატი 0,001მგ; მაგნიუმის L-ტრეონატი 0,3გ.
1მლ შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: 200 მგ პასიფლორას ბალახის მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.); L-გლიცინი 20მგ; L-მეთილფოლატი 0,1მგ; მაგნიუმის L-ტრეონატი 30მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონის მჟავა, ყავისფერი საღებავი, ლიმონის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ჩვენება: რეკომენდებულია კვებითი დანამატის სახით კვების რაციონთან შემდეგი მდგომარეობებისას: სტრესით გამოწვეული ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევები, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰორმონალური დარღვევები (კლიმაქსი, პრედმენსტრუალური სინდრომი, ჰიპერთირეოზი და სხვ.), სხვადასხვა გენეზის ნევროზები და ნევრასთენიები, მომატებული გაღიზიანებულობა, შიში, მოუსვენრობა, დეპრესიული მდგომარეობა, შაკიკის შეტევა, კრუნჩხვითი სინდრომი განვითარებული ნევროლოგიური დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების ფონზე, ალკოჰოლური აბსტინენცია.

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი: 10მლ ერთხელ დღეში. გამოყენების წინ აუცილებელია შენჯღრევა. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების მაგივრად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება!

ბავშვები 12 წლამდე: 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პარი-ფლო ადვანსის გამოყენება რეკომენდებულია დაავადების სიმძიმისა და ხარისხის შესაბამისად.
პარი ფლო ადვანსის რეკომენდებული დღიური დოზა ბავშვებში
ასაკი დოზა
3-6 წელი 1,5-2მლ 2-ჯერ დღეში
6-12  წელი 2,5მლ 2-ჯერ დღეში
12-15 წელი 2,5მლ 2-3 -ჯერ დღეში
15  წელი 5მლ 2-ჯერ დღეში

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: არ შეიძლება მისი გამოყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
კვებითი დანამატი. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გმო-ს.

შენახვა: 3 წელი.

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100გ-ზე: ცილები-2,8გ; ნახშირწყლები-1,6გ; ცხიმები-2,3გ; 18კკალ-75კჯ.

გამოშვების ფორმა: 125მლ სუსპენზია ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს კოლოფში დოზირებულ ჭიქასთან ერთად.

მწარმოებელი: მიქუელ ი გარიგა ს.ლ. (Miquel Y Garriga S.L.) ბარსელონა, ესპანეთი გრანდ მედიქალ გრუპ აგ (Grand Medical Group AG)-თვის, შვეიცარია.
წარმომადგენლობა: „გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ.“-ს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისი.
Show More
More Info
Brand
მიგუელ და გარიგა
Country
ესპანეთი
Generic
passiflora+L-glicin+L-methilfolat+magnesium L-trionat
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
125მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page