ბოდი შოპი იყენებს 99.9% ბუნებრივ ინგრედიენტებს. იმის გამო, რომ განსაკუთრებულად ვზრუნავთ გარემოზე, ჩვენი შეფუთვები 100%-ით გადამუშავებადია და ასევე, დამზადებულია სრულად გადამუშავებული მასალებისგან. ვინაიდან ფოლგა, პლასტიკი, პოლიეთილენი და სხვა არ არის გადამუშავებადი მასალები, ჩვენს შეფუთვებში მათ ვერ შეხვდებით
ძირითადი მოქმედების ეფექტი : - მთელი ღამის განმავლობაში წმენდს ფორებს და ათანაბრებს კანის რელიეფს. - ეფექტურად ამცირებს ნაწიბურებს და გამონაყარს ზომაში და რაოდენობრივად. - აქრობს ბაქტერიებს და ხელს უშლის მათ გამრავლებას კანში.
დამატებითი მოქმედების ეფექტი : - ამშვიდებს კანს, აქრობს გაღიზიანებულ კერებს და თანაბარ ფერს ანიჭებს კანს. - არეგულირებს ცხიმიანობას კანზე. - ატენიანებს კანს და საჭირო სითხის აორთქლებას უშლის ხელს.
გამოყენების წესი : - დაიტანეთ მცირე რაოდენობით კვირაში 2-3-ჯერ უკვე მომზადებულ სუფთა კანზე მთელი ღამის განმავლობაში. (წაისვით ისეთივე ტექნიკით, როგორც სახის კრემს ისვამთ). - შეიძლება მისი ყოველდღიურად გამოყენებაც. - ასევე შეგიძლიათ გამოყენებამდე შეინახოთ მაცივარში გაგრილების ეფექტისთვის.
შემადგენლობა : - CT ორგანული ჩაის ხის ზეთი კენიიდან - გამწმენდი, ცხიმიანობის საწინააღმდეგო, მარეგულირებელი, ანტიბაქტერიული თვისებებით. - CT ორგანული ალოე ვერას ფოთლების პუდრი მექსიკიდან - დამამშვიდებელი, დამარბილებელი თვისებებით. - სალიცილის მჟავა - გამწმენდი, ამქერცლავი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. - ჰიალურონის მჟავა - დამატენიანებელი, შემავსებელი ეფექტით. - ლიმნის ჩაის ხის ზეთი - გამწმენდი ეფექტით, არომატისათვის. - ტამანუს ზეთი - ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. - თუთია - მომაშუშებელი, ანთების საწინააღმდეგო, გამმშრობი თვისებებით. - CT ორგანული ალკოჰოლი ბრაზილიიდან - ანტიბაქტერიული, ეხმარება შრატს შეწოვაში. - E ვიტამინი - ანტიოსიდანტური, გარემსგან დამცავი ფუნქციით. - ალანტოინი - კანის დამამშვიდებელი ეფექტით.