კოლოსტრუმი – ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც შედის ოპტიმალური პროპორციებით ძლიერი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჯგუფში. მისი უნიკალური შემადგენლობა უზრუნველყოფს იმუნიტეტის დაცვას და ასევე იგი მონაწილეობს აღდგენისა და გაახალგაზრდავების პროცესებში. კოლოსტრუმი – ძროხის ხსენის ბუნებრივი კონცენტრატია. კოლოსტრუმი – ყვითელი, სქელი სითხეა, რომელიც მოედინება მდედრი ძუძუმწოვრების სარძევე ჯირკვლებიდან დაბადებიდან პირველ დღეს, დედის რძის მიღებამდე. კოლოსტრუმი არის “პირველადი ბუნებრივი საკვები”, რომელიც ახალშობილს აძლევს ზრდისა და განვითარების საშუალებას. კოლოსტრუმის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატურალური რძისგან. კოლოსტრუმს გააჩნია ბიო და იმუნოაქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და ასევე შეიცავს უნიკალური კომპონენტების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც არ გვხვდება რომელიმე სხვა საკვებში.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის: რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა: როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული წარმოშობის; აუტოიმუნური პროცესების საპრევენციოდ; სოკოვანი პროცესების საპროფილაქტიკოდ; ნუკლეოტიდების, ამინომჟავებისა და ზრდის ფაქტორების უნიკალური თვისებების გამო, კოლოსტრუმი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების აღორძინებას, მეხსიერების გაუმჯობესებას, ეფექტურია ასაკობრივი დემენციისთვის; ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებების გამო ეფექტურია კანის სიჯანსაღისთვის; პირის ღრუს ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა: კოლოსტრუმში შევამავალი იმუნოგლობულინები ანეიტრალებენ კარიესის და სხვა ანთებითი პროცესების გამომწვევებს; იმუნოგლობულინები, ლაქტოპროტეინი, ნუკლეოტიდები იცავენ ღვიძლს ტოქსიკური და აუტოიმუნური დაზიანებისგან; ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს, რომელიც არის ასოცირებული H.pilory-თან; გადატანილი ქირურგიული ჩარევის შემდგეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის; ტოქსიკური ბუნების ქიმიური ნაერთების ნეიტრალიზაცისათვის (მძიმე ლითონები, პესტიციდები, ინსექტიციდები, ფუნგიციდები). უკუჩვენება: არ გამოვლენილა გამოიყენების გზა: ორალური დოზირება: ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. მოზრდილები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ექიმის რეკომენდაციით. დოზირების ფორმა: 2*10 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში. შენახვის პირობები: ინახება შრალ და გრილ ადგილას, ტემპერატურა არაუმეტეს 25ძC, მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.