შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს 0,25გ მეტრონიდაზოლსა და დამხმარე ნივთიერებებს: კარტოფილის ან სიმინდის სახამებელს, მეთილცელულოზასა და სტეარინის მჟავას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატი; აქტიურია ტრიქომონიაზის, ამებიაზის, ლამბლიოზის და ანაერობული ბაქტერიების მიმართ.
ჩვენება: ტრიქომონადური ვაგინიტი ქალებში, ტრიქომონებით გამოწვეული ურეთრიტი მამაკაცებში; ლამბლიოზი, ამებიაზი; ანაერობული ინფექციები (ჭრილობით გამოწვეული ჩირქოვანი ინფექცია, სასუნთქი გზების, საშარდე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები); ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა; ქრონიკული ალკოჰოლიზმი; ამოქსიცილინთან ერთად გამოიყენება: ქრონიკული გასტრიტის სამკურნალოდ; Helicobacter pylori-ით ასოცირებული კუჭის სამკურნალოდ; 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ .
წინააღმდეგ ჩვენება: ორსულობის I ტრიმესტრი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სისხლისა და ც.ნ.ს-ის მძიმე დაავადებები.
გამოყენების დროს სიფრთხილე: მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია; ტრიქომონიაზის მკურნალობის დროს საჭიროა სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება; რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული პროფილაქტიკური მკურნალობა; პრეპარატით მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების გამოყენება ნებადართული არაა; მკურნალობის პროცესში არასასურველი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატით შემდგომი მკურნალობის შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები: ჭამის დროს ან მის შემდეგ. ტრიქომონიაზი: 1ტაბ. (250მგ) 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში. ბავშვებში: 2-5 წლის ასაკში- 1ტაბ. (250მგ) დღეღამეში, 5-10 წლის ასაკში-1,5ტაბ. (375მგ) დღეღამეში, 10 წლის ასაკის ზემოთ-2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (2-3 მიღებაზე). ამებიაზი: მოზრდილებში 2,5-3ტაბ. (625-750მგ) 3-ჯერ დღეღამეში 8-10 დღის განმავლობაში. ლამბლიოზი: მოზრდილებში-1ტაბ. (250მგ) 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში; ბავშვებში: 2-5 წლის ასაკში- 1ტაბ. (250მგ) დღეღამეში, 5-10 წლის ასაკში-1,5ტაბ. (375მგ) დღეღამეში, 10 წლის ასაკის ზემოთ-2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (2-3 მიღებაზე). Helicobacter pylori-ით ერადიკაცია: 2ტაბ. (500მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7 დღის განმავლობასი ამოქსიცილინთან კომბინაციაში. ანაერობული ინფექცია: მოზრდილებში-1,5ტაბ. (375მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7-10 დღის განმავლობაში; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში-7,5მგკგ წონაზე 3-ჯერ დღეღამეში. პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ოპერაციიდან პირველი დღეღამის განმავლობაში 4ტაბ. (1გ) ერთ მიღებაზე, ხოლო შემდგომში-1ტაბ. (250მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7 დღის განმავლობაში. ქრონიკული ალკოჰოლიზმი: 2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (არა უმეტეს) 6 თვის განმავლობაში. ინტრავაგინალურად: 2ტაბ. (500მგ) ღამით 10 დღის განმავლობაში. ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია გვერდითი მოვლენების სიმპტომების გაძლიერება-ატაქსია, მძიმე შემთხვევებში-პერიფერიული ნეიროპათია და ეპილეფსიური გულყრები. ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან
გვერდითი მოვლენები: პირის სიმშრალე; გულისრევა; თავის ტკივილი; ღებინება; ყაბზობა; მომატებული აგზნებადობა; დეპრესია; უძილობა; ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი და ა.შ.).