Solgar multivitamin for children #30
Solgar multivitamin for children #30

Solgar multivitamin for children #30

სოლგარი
About Product
მულტი-ვიტამინები და მინერალები ბავშვებისათვის
სოლგარის უნიკალური ფორმულა ბავშვებისათვის!
სოლგარის U-კუბები გახლავთ უნიკალური ფორმულა, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე, ბურღულის და პექტინის ბაზაზე. კომპლექსის შემადგენლობაში არ შედის:
ცხოველური წარმოშობის ჟელატინი
ხელოვნური საღებავები
ხელოვნური არომატიზატორები
გლუტეინი, სახამებელი, საფუარი და რძის პროდუქტები

სოლგარის „U-კუბები“ წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი ყველა ვიტამინისა და მინერალის დაბალანსებულ კომპლექსს. (ბავშვის დღიური მოთხოვნის შესაბამის კონცენტრაციას). იგი ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების და არასასურველი გარემო ფაქტორების მიმართ. ხელს უწყობს ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმის ზრდა-განვითარებას.
D3 ვიტამინი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის. უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებას. D3 ვიტამინი ხელს უწყობს პლაზმაში კალციუმისა და ფოსფორის დონის შენარჩუნებას, აძლიერებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში. მისი დეფიციტი იწვევს რაქიტის და ოსტეომალაციის განვითარებას. D3 ვიტამინით ორგანიზმის შევსება ხორციელდება მხოლოდ მზის სხივების აქტიური ზემოქმედების შედეგად, საკვებში მისი შემცველობა მინიმალურია. ამ მონაცემების გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა ყოველ დღე უნდა მიიღონ D3 ვიტამინი კვებითი დანამატის სახით.


A ვიტამინი აუცილებელია მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, ერითროციტების ცვლასა და ნეირომედიატორების სინთეზში. ზრდიან გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ხელს უწყობენ ფარისებრი, თირკმელზედა, სასქესო ჯირკვლების, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
C ვიტამინს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
მინერალური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმის ნავთიერებათა ცვლის პროცესის აუცილებელი ელემენტებია. ისინი უზრუნველყოფენ ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს, მონაწილეობენ უჯრედების და ქსოვილების ფორმირებასა და ფერმენტული სისტემების აქტივაციაში.
ინოზიტოლი ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. აუმჯობესებს ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს. ამცირებს ღვიძლში ცხიმების შემცველობას, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში. მნიშვნელოვანია მისი როლი მწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობაში.

ჩვენება:
ჰიპო და ავიტამინოზის, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება გაციებით, ვირუსით და ინფექციით გამოწვეული დაავადებების მიმართ
ორგანიზმის ის მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს ვიტამინებსა და მინერალებზე გაძლიერებული მოთხოვნა:
არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვება
მადის დაქვეითება
ინტენსიური ზრდის პერიოდი
არასათანადო ფიზიკური განვითარება (ზრდაში ჩამორჩენა)
გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა
ასთენიური მდგომარეობა
ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდი
ქიმიოთერაპია და მკურნალობის შემდგომი პერიოდი
გადატანილი დაავადებების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდი

U-კუბები დაფასოებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა კონტეინერში, რომელიც დამზადებულია მცენარეული ნედლეულის ბაზაზე. პროდუქცია მკაცრად შემოწმებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე.
დამატებითი ინგრედიენტები: ბუნებრივი ლერწმის შაქარი, მცენარეული სახამებელი, პექტინი, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, ნატურალური არომატიზატორები, იისფერი კენკრის მღებავი კონცენრატი (კენკრის წვენის კონცენტრატი, შაქარი), შავი სტაფილოს წვენის მღებავი კონცენტრატი, სილიკა გელი, ტურმერიკის საღებავი, მანიტოლი.
არ შეიცავს: წებოვანას(გლუტეინს), სახამებელს, რძის პროდუქტებს, საფუარს, ხელოვნურ საღებავებს და კონსერვანტებს.

მიღება: 2-3 წლის ასაკის ბავშვებში - 2 საღეჭი კუბი დღეში. 4 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში - 4 საღეჭი კუბი დღეში.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
Generic
vitamins+minerals
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page