Rengalin oral dr 100ml

Rengalin oral dr 100ml

Russia

მატერია მედიკა ჰოლდინგი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Antibody afinity bradykinin,histam.morph
შემადგენლობა 100 მლ-ზე
აქტიური ნივთიერებები:
აფინურად გასუფთავებული ბრადიკინინის ანტისხეულები – 0,12 გ*,
აფინურად გასუფთავებული ჰისტამინის ანტისხეულები – 0,12 გ*,
აფინურად გასუფთავებული მორფინის ანტისხეულები – 0,12 გ*.
*შეიყვანება სამი აქტიური წყალ-ხსნარი სუბსტანციის ნარევის სახით, განზავებული შესაბამისად 10012, 10030, 10050–ჯერ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა 1,0 გ, მალტიტოლი 6,0 გ, გლიცეროლი 3,0 გ, კალიუმის სორბატი 0,165 გ, უწყლო ლიმონმჟავა 0,02 გ, გასუფთავებული წყალი 100 მლ-მდე.

აღწერილობა
უფერო ან თითქმის უფერო გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები.
გამოყენების ჩვენება
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ხველა და ბრონქოსპაზმი. პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველა გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, მწვავე ფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის, მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტის, ქრონიკული ბრონქიტის და ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციურ-ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს.

უკუჩვენება
ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (შემადგენლობაში მალტიტოლის არსებობის გამო).
სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
რენგალინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ შესწავლილა. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის და ბავშვისთვის. სარგებელი/რისკის თანაფარდობას ადგენს მკურნალი ექიმი.

გამოყენების წესი და დოზები
შიგნით. ერთ მიღებაზე – 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, სასურველია ხსნარის პირის ღრუში გაჩერება გადაყლაპვამდე.
გამოიყენება 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, პირველი სამი დღის განმავლობაში მიღების სიხშირე შესაძლებელია გაიზარდოს 4-6-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ. თუ მითითებული გვერდითი ეფექტები რთულდება ან ვითარდება სხვა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა
გადაჭარბებული დოზირებისას შესაძლებელია დისპეპსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, დიარეა), რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი შემავსებლებით (მალტიტოლი, გლიცეროლი).
მკურნალობა – სიმპტომატური.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკური კვლევების დროს პრეპარატი რენგალინის ურთიერთზემოქმედების შემთხვევები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დარეგისტრირებული.
Show More
More Info
Brand
მატერია მედიკა ჰოლდინგი
Country
Russia
Generic
Andtibiodies to affinity purified bradykinin. histamine. morphine
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page