BENE Nevrosal Sleep tab #30
BENE Nevrosal Sleep tab #30

BENE Nevrosal Sleep tab #30

ესპანეთი

როიჯა ნატურ ფარმა ბენე ფარმისთვის
About Product
ნევროზალი სლიფ ბენე
საკვები დანამატი

შემადგენლობა: ინგრედიენტები ერთ ტაბლეტში: მელატონინი 1,5მგ; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 1,0მგ, გვირილა (მარტიკარია) 0,2მგ, დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი; გარსი: instacoat Qd; შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტები: მაგნიუმის სტეარატი მცენარეული, სილიციუმის ორჟანგი; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა.

ჩვენება: ნევროზალი სლიფ ბენე-საკვები დანამატი, რომელის შემადგენლობაშიც შედის მელატონინი, გვირილა და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და დასვენებას. ნევროზალი სლიფ ბენეს RapidTabs-ის ტექნოლოგიით გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა დაიშალოს და გაიხსნას კუჭში შინაგანად მიღებისთანავე. დაშლის პროცესი ხდება 1 წუთზე ნაკლებ დროში, შესაბამისად ძილი დგება ძალიან მალე.
მელატონინი, ხშირად წოდებული, როგორც ძილის ჰორმონი, წარმოადგენს ძილის ციკლისა და ორგანიზმში სიფხიზლის ცენტრალურ ნაწილს, კვლევებმა აჩვენა, რომ მოზრდილებში მელატონინის პოტენციური უპირატესობა შედარებით უფრო აშკარად გამოხატულია იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძილის პრობლემები, დაკავშირებული ძილისა და სიფხიზლის ფაზის დარღვევასთან (DSWPD) (დაგვიანებული ძილის ფაზის სინდრომი (დძფს)) და დროის სარტყელის ცვლილებასთან. დადებითი ეფექტი მიიღწევა ძილის წინ 1,5-3მგ მელატონინის მიღებისას.
გვირილის ექსტრაქტი აადვილებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ხსნის სტრესს, შფოთვას და ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას. გვირილაში შემავალი ფენოლები ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.
ვიტამინი B6-ს შეუძლია დაეხმაროს სიზმრების გახსენებაში და მოიყვანოს პაციენტი გააზრებული სიზმრების მდგომარეობაში. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონების სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ღრმა, მშვიდი ძილისთვის და ასევე განწყობილების გაუმჯობესებისთვის.

დოზირება და გამოყენების წესი: მიიღება 1-2 ტაბლეტი ძილის წინ. ტაბლეტი შესაძლებელია გაიხსნას 1 ჭიქა წყალში (იდეალურია ადამიანებისთვის, რომლებსაც უძნელდებათ მყარი სამკურნალო საშუალებების ყლაპვა), აქტიური ნივთიერებების შენარჩუნებით.

ყურადღება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ეს პრეპარატი არ გამოიყენება, როგორც საკვების ერთადერთი წყარო, ან მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ. პაციენტი უნდა დარწმუნდეს მისი ხელების სიმშრალეში, იქამდე სანამ აიღებს ტაბლეტს.
ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. რეკომენდებული არ არის ბავშვებისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გევრდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ ადგილას, სასურველია ტემპერატურაზე 25C ქვემოთ, სინათლისგან, სითბოსგან მოშორებით და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: როიჯა ნატურ ფარმა, ესპანეთი.
Show More
More Info
Brand
როიჯა ნატურ ფარმა ბენე ფარმისთვის
Country
ესპანეთი
Generic
Melatonin+Chamomilie+Vitamin B6
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page