გერვეტინი ბენზიდამინის ორალური სპრეია: ამცირებს ყელის ტკივილს, ანთებას და ყლაპვის დისკომფორტს. პატარა ფლაკონი ყოველთვის ხელთ გექნება.
შემადგენლობა
თითოეული მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 1.5 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 60, პიტნის ზეთი 27198-14, საღებავი ყვითელი ქინოლონი 70E104, ინდიგოტინი 85E132, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ჩვენებები
პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებები:
დოზირება და მიღების წესი
ფლაკონი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, თავის ჩამოსაცმელი უნდა მოტრიალდეს მარცხნივ ან მარჯვნივ ფლაკონიდან 90 გრადუსიანი კუთხით. ჩამოსაცმელი უნდა მოთავსდეს პირის ღრუში და დაეჭიროს ხელი რამდენჯერმე, რეკომენდირებული დოზის მიხედვით. ორ დაჭერას შორის პერიოდი უნდა იყოს სულ მცირე 5 წამი. გამოყენების შემდეგ ჩამოსაცმელი უნდა დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას. ფლაკონის პირველად გამოყენებისას უნდა მოხდეს რამდენჯერმე ჰაერში გაფრქვევა.
პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა თვითნებურად ან შეცვალოს ექიმის დანიშნულება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა მიიღება ამის შესახებ გახსენებისთანავე, ხოლო თუ უკვე შემდგომი დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოიტოვება და მკურნალობა გრძელდება ჩვეული სქემით. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.
გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, დაბუჟების შეგრძნება, წვა პირის ღრუში, კანზე გამონაყარი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, ქავილი, ურტიკარია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
გერვეტინით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა ექიმის მიერ რეკომენდებული შემთხვევებისა. ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალთან კონტაქტში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვენების მიხედვით.
გარეგნული სახე და შეფუთვა
30 მლ პლასტმასის, თეთრ, გაუმჭვირვალე კონტეინერში დოზირებელი მოწყობილობით. თითოეული კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.