ფერვექსი ბავშვთა – ხსნადი ფხვნილი ბავშვებში გაციების სიმპტომებზე. 8 პაკეტი, მარტივი მომზადება, ფარმადეპოს მიწოდებით.
PARACETAMOL; ASCORBIC ACID
სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება.
ფერვექსი შაქრით მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 13.1 გ, შეფუთვაში 8 ცალი.
1 პაკეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, აკაციის ფისი, ხსნადი საქარინი, ლიმონ-რომის არომატიზატორი.
ფერვექსი ჟოლოს გემოთი მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 12.75 გ, შეფუთვაში 8 ცალი.
1 პაკეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, აკაციის ფისი, ნატრიუმის საქარინატი, ჟოლოს არომატიზატორი.
ფერვექსი უშაქრო მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 13.1 გ, შეფუთვაში 8 ცალი.
დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური არომატიზატორი. შაქრის შემცველი — ასპარტამი.
ფერვექსი ბავშვებისათვის ბანანის არომატით:
გრანულები: პაკეტი 3 გ, შეფუთვაში 8 ცალი.
1 პაკეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, რიბოფლავინის ფოსფატი, უწყლო ტრიმაგნიუმის დიციტრატი, ასპარტამი, ბანან-კარამელის არომატიზატორი.
ფერვექსი ბავშვებისათვის გამოიყენება 6–15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო ფერვექსი მოზრდილებისათვის — მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზევით ბავშვებში.
ფერვექსი მოზრდილებისთვის — მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით:
1 პაკეტი 2–3-ჯერ დღეში.
ფერვექსი ბავშვებისათვის:
პრეპარატი მთლიანად იხსნება 200 მლ თბილ წყალში (50–60°C). უმჯობესია პრეპარატის მიღება საკვების მიღებებს შორის.
პრეპარატი ინიშნება 4-საათიანი ინტერვალით. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს და ხანდაზმულებში პრეპარატი მიიღება 8-საათიანი ინტერვალით.
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით — 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
შესაძლებელია პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის შეკავება, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება კანზე გამონაყარით, ქავილით, ურტიკარიით და კვინკეს შეშუპებით.
იშვიათად — ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.
გადაჭარბებული დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.