• გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა; • ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია); • ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ბავშებში _ 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი, სისხლის სისტემის დაავადებები, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია), არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია, ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები. სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.