AntiFlu tab #12

AntiFlu tab #12

ამერიკის შეერთებული შტატები

კონტრაქტ ფარმაკალი
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: აცეტამინოფენი (აცეტამინოფენის გრანულების სახით) 325მგ, ქლორფენირამინის მალეატი 2მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟის დიოქსიდი კოლოიდური, D and C ყვითელი #10 ლაქი (E104), მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მინერალური ზეთი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი.
გრანულების შემადგენლობაში შედის: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი, სტეარინმჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკონატი.

ჩვენება: მწვავე რესპირატორული დაავადებების და გრიპის სიმპტომატური მკურნალობა, რომელთაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთ-სახსროვანი ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, რინორეა.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ღვიძლის და-ან თირკმელების გამოკვეთილი დარღვევები, გლუკოზა–6–ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტი, სისხლის დაავადებები, მძიმე გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, მიდრეკილება სისხლძარღვთა სპაზმისადმი, გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, შარდვის გართულება წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, ფილტვის ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ბრონქიალური ასთმა, ფეოქრომაციტომა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, ალკოჰოლიზმი, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად მიღება და მაო–ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, ორსულობა, ლაქტაცია.

გამოყენების წესი და დოზები: ტაბლეტები უნდა გადაყლაპონ მთლიანად წყლის მიყოლებით.
უფროსები: 1-2 ტაბლეტი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორონ მიღება ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტისა დღე–ღამეში.
ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორონ მიღება ყოველ 4-6 საათში.
12 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის დღე–ღამური დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდონ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სხვა პოტენციურად საშიშ საქმიანობას.შენახვის წესი: არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
კონტრაქტ ფარმაკალი
Country
ამერიკის შეერთებული შტატები
Generic
paracetamol+clorpheramin+phenilephrin
Form
ტაბლეტი
Quantity
12
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page