About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ბუდესონიდი.დამხმარე ნივთიერებები: (შემავსებლები): უწყლო გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ედეტატი, კალიუმის სორბატი (E-202), მარილმჟავა და გამოხდილი წყალი. ერთი შესხურება შეიცავს 100 მიკროგრამ ბუდესონიდს (2მგ-მლ).
ჩვენება: ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი-დოზის აქტიური ნივთიერებაა ბუდესონიდი, რომელიც მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტებს და გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის (ცხვირის შიგნით) ანთების შესასუსტებლად. ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100მიკროგრამი-დოზა გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტის (,,თივისმიერი ცხელება”), აგრეთვე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე და ვაზომოტორული რინიტის სამკურნალოდ.
უკუჩვენება: ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100მიკროგრამი-დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზია არ გამოიყენება: თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბუდესონიდის ან ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100 მიკროგრამი-დოზის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ეს პრეპარატი ზიანს აყენებს დედას ან შვილს, ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.გამოყენების წესი: ყოველთვის გამოიყენება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. მკურნალი ექიმი ეტყვის პაციენტს, რამდენი ხნით უნდა იმკურნალოს ბუდესონიდი ნაზალ ალდო-უნიონი 100მიკროგრამი-დოზა ცხვირის სპრეი, სუსპენზიით; აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება რეკომენდებულზე მეტი ხნის განმავლობაში. არ შეიძლება აეროზოლის ქილის სხვა ადამიანებისთვის გაზიარება ინფექციის გადადების რისკის გამო.
სეზონური და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე (პერენიალური) ალერგიული რინიტი, პერენიალური არაალერგიული რინიტი:
მოზრდილები: ჩვეულებრივი შემტევი დოზა არის ორი შესხურება თითოეულ ნესტოში დილით. მისი მიღება ასევე შესაძლებელია თითო შესხურების სახით თითოეულ ნესტოში დილით და საღამოს. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, ექიმს შეუძლია დოზის შემცირება.პრეპარატის სწორი გამოყენების ინსტრუქცია:
პირველი შესხურების წინ: საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა; ბოთლის-აპლიკატორის ხელსაწყოს შენჯღრევა; ღილაკს იმდენჯერ უნდა დაეჭიროს, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ შეივსოს ტუმბოს მექანიზმი, სწორად შესხურების მიზნით. თუ პაციენტი მას ყოველდღიურად არ იყენებს, ხელახლა გამოყენებამდე უნდა გაასხუროთ ჰაერში ერთხელ.
როგორ გამოიყენება. ყოველი გამოყენებისას: საჭიროა ცხვირის ნაზად მოხოცვა; დამცავი თავსახურის მოხსნა; ბოთლის-აპლიკატორის ხელსაწყოს შენჯღრევა; აპლიკატორის ერთ ნესტოში შეყვანა და მეორე ნესტოს თითით დაფარვა; შესუნთქვა და ძლიერად დაჭერა ბოთლის ბაზისზე. პაციენტმა უნდა ისუნთქოს პირით და გაიმეოროს პროცესი; საჭიროა იგივე პროცედურის მეორე ნესტოში გამეორება; გამოყენების შემდეგ კვლავ უნდა დაეხუროს დამცავი თავსახური.
გასუფთავება: მიზანშეწონილია პაციენტმა რეგულარულად გაწმინდოს პლასტმასის თავი და ცხვირის აპლიკატორი ნელ თბილ წყალში გარეცხვით. დააცადოს გაშრობა და დააბრუნოს უკან.
თუ ცხვირის აპლიკატორი დაბლოკილია, უნდა მოხსნას თავსახური, ამოიღოს ცხვირის აპლიკატორი ფრთხილად ამოწევის გზით და რამდენიმე წუთის განმავლობაში ამოავლოს ნელ თბილ წყალში. გარეცხოს ის ცივი წყლით, გაამშრალოს და მოათავსოს ისევ ბოთლში.
Show More