axelovert sparay nazal 100mkg/doz 200 doz #1
axelovert sparay nazal 100mkg/doz 200 doz #1

axelovert sparay nazal 100mkg/doz 200 doz #1

საბერძნეთი

რაფარმა
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ბუდესონიდი, დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, უწყლო გლუკოზა, პოლისორბატი 80, დინატრიუმის ედეტატი, კალიუმის სორბატი, მარილმჟავა pH-ის რეგულირებისთვის, გამოხდილი წყალი. აქტიური ნივთიერების შემადგენლობა: 1მლ ნაზალური სპრეის სუსპენზია შეიცავს 2მგ ბუდესონიდს. ბუდესონიდი ამცირებს და ხელს უშლის ცხვირის ლორწოვანის ანთებას ან შეშუპებას.

ჩვენებები: სეზონური ან ქრონიკული ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში (6 წლის და ზემოთ) და ქრონიკული არა-ალერგიული რინიტის სიმპტომების მკურნალობა მოზრდილებში მხოლოდ. მოზრდილებში ცხვირის პოლიპებით გამოწვეული ნაზალური ობსტრუქციის სიმპტომების მკურნალობა.

უკუჩვენებები: მედიკამენტებს შეუძლიათ პაციენტის დახმარება, მაგრამ ასევე, მათ შეიძლება გამოიწვიონ პრობლემემბი, როდესაც არ ხდება მათი მიღება ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, მის მიღებამდე, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია უჩვეულო ჰიპერმგრძნობელობა ბუდესონიდზე ან წამლის შემადგენელი სხვა ინგრედიეტის მიმართ ან სხვა მედიკამენტებზე.ხანდაზმულები: არ არის მოცემული განსაკუთრებული ინსტრუქცია. დოზები პერსონალიზებულია.

ორსულობა: ორსულობის დროს აქსელოვერტის ნაზალური სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ექიმის შეხედულებისამებრ, დედისთვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის რისკს. თუ პაციენტი დაორსულდა პრეპარატის მიღების დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.

ლაქტაცია: ლაქტაციის დროს აქსელოვერტის ნაზალური სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ექიმის შეხედულებისამებრ, დედისთვის სარგებელი აჭარბებს ბავშვისთვის რისკს.
ბავშვები: ბავშვებში სტეროიდების ხანგრძლივი ნაზალური მიღების შესახებ მონაცემები ბოლომდე არ არის ცნობილი. ყურადღებით უნდა წაიკითხონ ბავშვებისთვის დოზირების განყოფილება.გამოყენების ინსტრუქცია: აქსელოვერტის ნაზალური სპრეის პირველად გამოყენების წინ, საჭიეროა ფლაკონის შეანჯღრევა და შემდეგ ჰაერში რამოდენიმეჯერ (5-10-ჯერ) გაფრქვევა, სანამ აეროზოლი არ გახდება ერთგვაროვანი. თუ პაციენტი მედიკამენტს არ მოიხმარს ყოველ დღე, მაშინ საჭიროა შეანჯღრიოს ფლაკონი და გააფრქვიოს ერთხელ ჰაერში, სანამ მოწყობილობა ხელახლა არ „დაიმუხტება“.
1) საჭიროა თავსახურის მოხსნა. 2)პაციენტი უნდა დააწვეს ქვემოთ და დაელოდოს სანამ არ გამოიფრქვევა. 3)პაციენტმა უნდა დაიჭიროს ფლაკონი ზემოთ მიმართული თავსაცვის წვერი უნდა მოათავსოს ნესტოში, დააწვეს ფლაკონს ქვემოთ ცერა თითის გამოყენებით და შემდეგ აუშვას. გაიმეოროს იგივე პროცედურა მეორე ნესტოში. 4) იმისათვის, რომ მოწყობილობა იყოს სუფთა, ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაეწმინდოს თავსაცვი და გაუკეთდეს დამცავი თავსახური.

პაციენტის ინფორმაცია: დოზირების სარქველის პლასტმასის ყველა ნაწილი უნდა გაირეცხოს რეგულარულად, თბილი წყლით. საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა და პლასტმასის თავსაცმის ამოძრობა. გარეცხვის შემდეგ, კარგად უნდა გააშრონ და ხელახლა ააწყვონ მოწყობილობა.
Show More
More Info
Brand
რაფარმა
Country
საბერძნეთი
Generic
budesonida
Dose
100მკგ/1დოზა
Form
სპრეი ცხვირის
Quantity
1
Volume
200დოზა
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page