Bronqodil syrup 15mg/5ml 100ml #1

Bronqodil syrup 15mg/5ml 100ml #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
About Product

შემადგენლობა: სიროფის 100გ შეიცავს 0,3გ ან 0,6გ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს და დამხმარე ნივთიერებებს: ბენზოის მჟავას, ღვინის მჟავას, პროპილენგლიკოლს, გლიცერინს, სორბიტოლს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის საქარინს, ხენდროს არომატიზატორს, გასუფთავებულ წყალს.

ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქიალური ასთმა ნახველის ამოღების გართულებით; პნევმონია; ბრონქოექტაზიური დაავადება.

უკუჩვენებები: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი; ორსულობა (I ტრიმესტრი). სიფრთხილით ხდება მიღება ორსულობის (II–III ტრიმესტრებში) და ლაქტაციის დროს, თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობისას, კრუნჩხვის სინდრომის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

დოზირების რეჟიმი: პრეპარატი ინიშნება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. 15მგ-5მლ ბრონქოდილის ხსნარი ინიშნება შემდეგ რეჟიმში: ასაკი-რეკომენდებული დოზა-მიღების სიხშირე: ზრდასრულებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ-10მლ (2 ჩაის კოვზი) 3–ჯერ დღე-ღამეში; ბავშვებს 6-დან 12-წლამდე-5მლ (1 ჩაის კოვზი) 2-3–ჯერ დღე-ღამეში; ბავშვებს 2-დან 6-წლამდე 2,5მლ (ნახევარი ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღე-ღამეში; ბავშვებს 1-დან 2-წლამდე 2,5მლ (ნახევარი ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. 14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2–ჯერ შემცირება.

გვერდითი მოვლენები: ხანგრძლივი მიღებისას დიდი დოზებით–გულისრევა, დიარეა, ტკივილები მუცლის არეში. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია: ბრონქოდილი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში მიღების აუცილებლობის შემთხვევაში და ლაქტაციის პერიოდში უნდა შეფასდეს თერაპიის სარგებლობა დედისთვის და შესაძლებელი რისკი ნაყოფისთვის.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ზეგავლენას არ ახდენს ისეთი საქმიანობის დროს, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს კლინიკურ სურათზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

დოზის გადაჭარბება: პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალზე ფართოა, ამიტომ დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ბრონქოდილის მიღება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად იწვევს ნახველის ამოღების გართულებას შემცირებული ხველების ფონზე. ბრონქოდილისა და ანტიბიოტიკების ერთდროული დანიშვნა (ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის, რიფამპიცინის) ფილტვის ქსოვილში იწვევს ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდას.

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
რუმინეთი
Generic
ambroxol
Dose
15მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page