Flavamed tab efferc 60mg #10

Flavamed tab efferc 60mg #10

გერმანია

ჰერმეს ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - ambroxol hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები - არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნახველის გათხელებისთვის სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები გამოიყენება ბლანტი ნახველის წარმოქმნით მიმდინარე ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების სამკურნალოდ. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების შედეგად ბლანტი ნახველი ხდება უფრო თხევადი და ადვილად გამოიყოფა სასუნთქი გზებიდან ხველის დროს.
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ზუსტად მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ, პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების დროს საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების არასწორი გამოყენების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ინსტრუქციის შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის.

გამოყენების წესი
შუშხუნა ტაბლეტები იხსნება ჭიქა წყალში და აღნიშნული ხსნარი მიიღება საკვების მიღების შემდეგ.
შუშხუნა ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
გამოყენების ხანგრძლივობა
არ შეიძლება ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის დანიშნულების გარეშე.
იმ შემთხვევაში თუ ჩივილები ისევ რჩება პრეპარატის მიღებიდან 4-5 დღის მერეც ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ფლავამედი®
შუშხუნა ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერია ან, პირიქით, არ არის საკმარისი.
პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დღეისათვის მოცემული პრეპარატით მოწამვლის მძიმე სიმპტომების შესახებ ცნობები არ არსებობს. შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე მოუსვენრობა და დიარეა.
დოზის მკვეთრად გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება და სისხლის წნევის დაცემა სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დარღვევით.
ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ისეთი გადაუდებელი ზომების მიღება, როგორიცაა ხელოვნური ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა, უმეტეს შემთხვევაში არ ხდება აუცილებელი. გადაუდებელი ზომების მიღება საჭიროა მხოლოდ დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა დოზის გადაჭარბების ნიშნების შესაბამისად.

გვერდითი მოქმედებები
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ზოგჯერ: გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, ღებინება.
დარღვევები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ:
ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, ლაიელის სინდრომი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. პარაგრაფი 2. აგანსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღებისას შემდეგ შემთხვევაში”)
ზოგადი დარღვევა და ადგილობრივი რეაქციები:
ზოგჯერ: ალერგიული რექციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ქოშინი, ქავილი, ტემპერატურის მომატება.
ძალიან იშვიათად: გამოხატული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები შოკამდე. აუცილებელი ზომები რომელიმე ზემოთაღნიშნული გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატი ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება.
თუ რომელიმე ზემოთ მოყვანილი გვერდითი მოქმედება გაგირთულდათ, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ჰერმეს ფარმა
Country
გერმანია
Generic
ambroxol
Dose
60მგ
Form
ტაბლეტი შუშხუნა
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page